Back

მოწვევა ტენდერზე

მოწვევა ტენდერზე

ევროპის საბჭოს აცხადებს ტენდერს. აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 13 სექტემბერი 2021. კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mediaprojectgeorgia@coe.int

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ინგლისური ვერსია.

Tender file

Act of Engagement

როგორ მიიღოთ მონაწილეობა შეზღუდულ საკონსულტაციო პროცედურაში?

 

კითხვა 1: აქტივობები დისტანციურად ხორციელდება თუ საქართველოში ფიზიკურად ყოფნა აუცილებელია?

პასუხი: არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, კოვიდ19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკებისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე, აქტივობების უმეტესობა ხორციელდება დისტანციურ რეჟიმში. ამასთანავე, მომსახურებების ტიპები უმეტესად ითვალისწინებს კვლევასა და ანალიზს, ხოლო ზოგ შემთხვევაში შეხვედრებსა და ვორქშოპებს, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად. თუმცა, პროექტი იტოვებს უფლებას მოახდინოს სიტუაციისა და პროექტის საჭიროებების ხელმეორედ შეფასება 2022 წელს, პროექტის განხორციელების განვითარებიდან გამომდინარე. ამდენად, გამონაკლისის სახით, ექსპერტის ადგილზე ყოფნა შეიძლება იყოს სავალდებულო, თუკი ამის საჭიროება დადგება.

კითხვა 2: სამუშაო სფერო მოიცავს მთავრობისა და კერძო სექტორის მიერ გამოყენებულ კანონსა და პრაქტიკას ალგორითმული გადაწყვეტების დარგში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შერჩეულ ექსპერტებსა თუ კონსულტანტებს დაევალებათ არსებული ყველა საინფორმაციო სისტემის კვლევა და ანალიზი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის იმ გადაწყვეტებისა, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოში?

პასუხი: არა, აღნიშნული პროცედურის ფარგლებში შერჩეულ ექსპერტ(ებ)ს არ მოეთხოვებათ ადგილობრივი ორგანიზაციების საინფორმაციო სისტემების ანალიზი. პროექტის ძირითადი აქტივობები ალგორითმული გადაწყვეტების დარგში მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (მონაცემთა დაცვის ეროვნული ორგანო) მხარდაჭერას სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და საჭირო ინსტრუმენტების შემუშავების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყანაში არსებული საინფორმაციო სისტემების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ეფექტური მონიტორინგი.

კითხვა 3: აქვთ თუ არა მითითებულ სფეროში გამოცდილების მქონე ექსპერტებითა თუ კონსულტანტებით დაკომპლექტებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტენდერში მონაწილეობის უფლება?

 

პასუხი: იურიდიული პირებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოგზავნონ სატენდერო წინადადებები. გთხოვთ, გაეცნოთ სატენდერო ფაილის A (აპლიკანტთა იურიდიული სტატუსი) და G (მოთხოვნილი დოკუმენტები) სექციებს.

ორგანიზაციამ, G სექციაში მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს სატენდერო შემოთავაზებაში მითითებული ყველა კონსულტანტისათვის. მაგალითად, საბჭო ელის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს რეზიუმეებს, ისევე როგორც სატენდერო წინადადებაში მითითებული თითოეული კონსულტანტის მიერ შედგენილი დოკუმენტების სიას. ორგანიზაციას ასევე შეუძლია მოგვაწოდოს პორტფოლიო, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო, ვინაიდან მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის ნახსენები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო ფაილის E სექციაში დადგენილ კრიტერიუმებს ტენდერში მონაწილეობისა და უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ის კონსულტანტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს, გამოეთიშებიან შერჩევის პროცედურას. ევროპის საბჭოორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ყველა უფლებამოსილი კონსულტანტის პროფილს შეაფასებს და საერთო ქულას მიანიჭებს აპლიკანტ ორგანიზაციას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ევროპის საბჭო უფლებას იტოვებს მოითხოვოს მომსახურების გაწევა იმ კონკრეტული კონსულტანტ(ებ)ისგან, რომელსაც ორგანიზაცია გაუწევს რეკომენდაციას.

 

კითხვა 4: სწორად მესმის თუ არა, რომ თითოეული ლოტის ფარგლებში ჩამოყალიბდება 10 ექსპერტითა თუ კონსულტანტით დაკომპლექტებული გუნდი, მიღებული აპლიკაციების საფუძველზე, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტის აქტივობებში ევროპის საბჭოს ინიციატივის საფუძველზე?

 

პასუხი: დიახ, სწორია. მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება კონსულტანტთა გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ, შეგიძლიათ გაეცნოთ სატენდერო ფაილის D სექციაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ საბჭო დაეყრდნობა პროექტის განხორციელების ეტაპზე წარმოშობილ საჭიროებებს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შერჩეულ ყველა ექსპერტს არ მოეთხოვოს მომსახურების გაწევა.

 

კითხვა 5: მოგზაურობისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები - რასაკვირველია, ევროპის საბჭოს რეგულაციების თანახმად - განცალკევებულად უნდა იქნას აპლიკაციაში მითითებული?

 

პასუხი: არა, მხოლოდ საკონსულტაციო ხარჯები, მაგალითად, დღიური ინტელექტუალური მომსახურების საფასური უნდა იქნას მითითებული ჩართულობის აქტში. თუ მოგზაურობისა და სასტუმროში განთავსების საჭიროება დადგება, აღნიშნული ხარჯების გაანგარიშება მოხდება ევროპის საბჭოს სტანდარტული ტარიფების მიხედვით. მოცემული ტარიფები არ არის ნახსენები მიმდინარე ჩარჩო ხელშეკრულებაში.

 

კითხვა 6: იგივე კითხვა ეხება ჩართულობის აქტს - მას ხელი უნდა მოეწეროს ორგანიზაციის წარმომადგენლის ან ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი თითოეული ექსპერტის მიერ?

 

პასუხი: ჩართულობის აქტი ხელმოწერილ უნდა იქნას ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ.