Back მოწვევა ტენდერზე

მოწვევა ტენდერზე

პროექტის “ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში” ფარგლებში ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს შესაბამისი თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების და ანალიზის სერვისის მისაღებად (მათ შორის გენდერთან, არასრულწლოვან პირებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ მონაცემების შეგროვება). საბოლოო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შედეგების და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს, ქართულ და ინგლისურ ენაზე. კვლევის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, მიწოდების ხარისხისა და ორგანიზების გაუმჯობესებაში, აგრეთვე პროექტის პარტნიორების ინფორმირება იმ აქტივობებისა და სფეროების ზემოქმედების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ ქმედებებს საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ჯანდაცვის უზრუნველყოფის გასაუმჯობესების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 13 დეკემბერი.

• ტენდერის შესახებ ინფორმაცია

• ხელშეკრულება

პროექტის აღწერა

საბოლოო ანგარიში

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page