Back ადგილობრივი ინიციატივების შესახებ კონკურსი თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის წახალისებაზე ადგილობრივ საჯარო ცხოვრებაში საქართველოში

ადგილობრივი ინიციატივების შესახებ კონკურსი თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის წახალისებაზე ადგილობრივ საჯარო ცხოვრებაში საქართველოში

ევროპის საბჭოს  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს საპროექტო განაცხადების შესახებ კონკურსს, რაც ითვალისწინებს იმავე პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე, 2021 წლის დეკემბერში კონგრესთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმომწერ ადგილობრივი ხელისუფალთა (იხ. სქოლიო[1])  მიერ წარდგენილი ინიციატივების თანადაფინანსებას საქართველოში.

აღნიშნული ადგილობრივი ინიციატივების საშუალებით მოხდება ადგილობრივ საჯარო ცხოვრებაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფა, ასევე, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობის გაძლიერება (იძულებით გადაადგილებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები). საგრანტო წინადადებები მიზნად უნდა ისახავდეს ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებას და ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის უზრუნველყოფას.

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2022 წლის 24 ნოემბერი.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა დაგეგმილია 2022 წლის 8 ნოემბერს. ხშირად დასმული კითხვების (FAQs) განახლება ახალი კითხვებითა და პასუხებით მოხდება ეტაპობრივად, დამატებით წამოჭრილი საკითხების შესაბამისად.

აღნიშნული წინადადებების შესახებ კონკურსი ცხადდება პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში ფარგლებში, რაც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად ევროპის საბჭოს  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ,  ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

[1]საქართველოს შვიდი (7) სამიზნე რეგიონის (გურია, იმერეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, თბილისი და კახეთი) ცამეტი (13) მუნიციპალიტეტის, კერძოდ, ბოლნისის, ბორჯომის, ჩოხატაურის, დედოფლისწყაროს, დმანისის, მარნეულის, ონის, ოზურგეთის, თბილისის, თეთრიწყაროს, წალკას, წყალტუბოსა და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები.

22 ოქტომბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page