Back საარჩევნო პროცესებში დეზინფორმაციისადმი მდგრადობის გაზრდა

საარჩევნო პროცესებში დეზინფორმაციისადმი მდგრადობის გაზრდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელობამ და წევრებმა, ცესკო-ს აპარატისა და ახლად შექმნილი ინფორმაციის დაცულობის ცენტრის თამანშრომლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ორდღიან დისტანციურ ტრენინგში თემაზე - საარჩევნო პროცესებში დეზინფორმაციის მიმართ მდგრადობა და კიბერ-საფრთხეების აღმოჩენა და რისკების მართვა.  

ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარკუს ადელსბახმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ტრენინგის გახსნისას ხაზი გაუსვეს იმ გლობალურ გამოწვევაზე პრევენციის მნიშვნელობას და რეაგირებას აუცილებლობას, რაც უკავშირდება დეზინფორმაციის, მიზინფორმაციის და პროპაგანდის მასიურ გავრცელებას ციფრულ ერაში.

ორდღიანი ინტენსიური სესიების შედეგად საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გაიღრმავეს ცოდნა საერთაშორისო მექანიზმების შესახებ, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს სტანდარტებსა  და კარგ პრაქტიკაზე შემდეგ სფეროებში: დეზინფორმაციის მონიტორინგი ტრადიციულ და სოციალურ მედიაში; დეზინფორმაციის ვექტორები, აქტორები, ფორმები, გავრცელება, შინაარსი, მიზანი; კიბერ-საფრთხეების რისკების აღმოჩენა და რისკების ეფექტიანი მართვა საკანონმდებლო და ორგანიზაციული პრიზმიდან; ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მანიპულაციები; სტრატეგიები, მეთოდოლოგია  და შემაკავებელი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციისა და კიბერ-საფრთხეების პრევენციას და აღმოფხვრას საარჩევნო პროცესებში. ჯგუფური მუშაობის სესიებზე მონაწილეებმა განიხილეს პროაქტიული ჩარევებისათვის აუცილებელი პრაქტიკული ნაბიჯები - საარჩევნო გარემოზე დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად და ამომრჩეველთა ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობის მიზნით.

ტრენინგი გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

ონლაინ ღონისძიება 17-18 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page