Back გახდი კონკურსის „გამო-ხატე თანასწორობა“ გამარჯვებული!

გახდი კონკურსის „გამო-ხატე თანასწორობა“ გამარჯვებული!

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ აცხადებს სლოგანების კონკურსს სამცხე-ჯავახეთში აქტივობის „გამო-ხატე თანასწორობა“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანია თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერა ახალგაზრდების მონაწილეობით, რომლებსაც სურთ საკუთარი შეხედულება  ზემო ხსენებულ საკითხებზე ფართო საზოგადოებას გაუზიარონ.

გსურს გამოხატო და საზოგადოებას გააცნო შენი კრეატიული აზრი თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ? ხარ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ სამცხე ჯავახეთში? მაშინ მიიღე მონაწილეობა სლოგანების კონკურსში და გამოგვიგზავნე აპლიკაცია:

  • სლოგანის თემა უნდა იყოს თანასწორობა და მრავალფეროვნება;
  • სლოგანები უნდა იყოს პოზიტიური და კრეატული;
  • სლოგანები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და მისი სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 5 სიტყვას;
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 2 სლოგანის წარმოდგენა

შერჩევის კრიტერიუმები

  • თემასთან შესაბამისობა (40%)
  • შინაარსი (30%)
  • კრეატიულობა (30%)

გამარჯვებულის გამოვლენა

განსაზღვრული კრიტერიუმებით, გამოგზავნილი აპლიკაციის საფუძველზე ჟიური გამოავლენს  2 გამარჯვებულს. გამარჯვებული სლოგანების ავტორები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სერტიფიკატებით, ხოლო მათი სლოგანები, სურვილის შემთხვევაში თავად ავტორების მიერ, სტენსილებით დაიტანება ქ. ახალციხეში ამავე აქტივობის ფარგლებში თანასწორობისა და მრავალფეროვნების თემაზე მოხატულ კედელზე.

სლოგანის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი, 21:00 საათი. კონკურსში მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3wWQ4Me  დაგვიანებით მიღებული აპლიკაციები არ განიხილება.

კონკურსი ტარდება სამცხე-ჯავახეთში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩის ინიციატივის ფარგლებში. თანასწორობის ელჩები, რომლებიც  ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შეირჩნენ, ცდილობენ აქტიური წვლილი შეიტანონ  თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციაში.

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page