Back შეხვედრები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით

შეხვედრები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით

15-16 იანვარს ევროპის საბჭომ გამართა შეხვედრრები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით. შეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ECRI-ის სამუშაოს და ბოლო ანგარიშის რეკომენდაციებს საქართველოსთან მიმართებით. მონაწილეებმა ისაუბრეს კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე.

შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე, ადგილობრივი აქტივისტებთან, პარლამენტის წევრებთან. სახალხო დამცველის ოფისისა და საელჩოს წარმოადგენლებთან. პარლამენტის წევრებთან შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს პარლამენტმა.

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) დააარსა ევროპის საბჭომ. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგი შედგება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან მორალური ავტორიტეტისა და რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში გამოცდილების საფუძველზე.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page