Back

სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

თბილისი, საქართველო 18-19 დეკემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

ევროპის საბჭომ საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუსი) თანამშრომლობით სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებისათვის გამართა ცნობიერების ამაღლების შეხვედრები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ღონისძიება ჩატარდა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, რომლებიც გადაემზადნენ ტრენერებად  PGG პროექტის ფარგლებში 2021 წლის 4-5 ოქტომბერს გამართული ტრენერთა ტრენინგის „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში“ მეშვეობით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მოიცავს საჯარო ინსტიტუტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  საჯარო მოხელეების მიერ კორუფციული დანაშაულების ჩადენის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ანტიკორუფციული სააგენტოს (სუს-ის სტრუქტურულ ერთეული) მეშვეობით უფლებამოსილია ჩაატაროს ცნობიერების ამაღლების შეხვედრები ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის კორუფციის პრევენციისა და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

შესაბამისად, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი ანტიკორუფციული  შეხვედრების ჩატარების მიზნით, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ხელისუფლების ყველა დონეზე მდგრად ანტიკორუფციულ  რეაგირებას. ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მხარდაჭერით, მომავალი ტრენერები ეზიარნენ  ტრენინგის მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების გზებს ცოდნის ეფექტური გადაცემის მიზნით. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დეტალურად განეხილათ ანტიკორუფციული ტრენინგ-პროგრამის შედგენის, სასწავლო მიზნების განსაზღვრის, ტრენინგის მეთოდოლოგიისაა და სხვადასხვა ტრენინგ ტექნიკების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

აღნიშნული ტრენერთა ტრენინგის პირდაპირი გაგრძელებაა პროექტის მხარდაჭერითა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ  გამართული შეხვედრები შემდეგი ინსტიტუტებისათვის:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (17 დეკემბერი 2021)
  • თბილისის მერია (18 დეკემბერი 2021)

შეხვედრა გახსნა ბატონმა შოთა რიჟამაძემ, ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯომარე და ბატონმა ევგენი ევგენიევმა, ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის პირველი სამმართველოს ხელმძღვანელი (სტრასბურგი). ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფციის გარდა შეხვედრის დროს განხილული იქნა კორუფციული დანაშაულებისა და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების თავისებურებები. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციასა და მამხილებლების დაცვას.  მონაწილეებს ეთხოვათ მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მამხილებლის ინსტიტუტის მეშვეობით. შეხვედრებზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა წლების მიხედვით ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა, განხორციელებული რეფორმები და ამ ცვლილებების მიზეზები. ღონისძიებაზე, ასევე, განხილული იქნა ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალი რეალური კაზუსები. დოქტორმა კოსტანტინო გრასომ  მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. შეხვედრების მაღალმა ინტერაქტიულობამ აჩვენა  ჩატარებული საპილოტე ღონისძიებების ღირებულება და წაახალისა მომავალში სახელმწიფო ორგანოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისათვის ცნობიერების ამაღლების მესამე შეხვედრა დაგეგმილია  2022 წლის დასაწყისში

ჩატარებული ღონისძიება მიეკუთვნება იმ აქტივობების რიცხვს, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას მოახდინონ საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის ღონისძიებების ეფექტური განხორციელება.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში.