Back ხელოვნების კონკურსი თანასწორობაზე კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად

ხელოვნების კონკურსი თანასწორობაზე კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად

21 მაისს აღინიშნება კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე დიალოგისა და განვითარებისათვის. ამ დღესთან დაკავშირებით, კამპანია ,,მე ვირჩევ თანასწორობას“ აჭარაში თანასწორობის ელჩის ინიციატივით ახალგაზრდებისთვის აცხადებს ხელოვნების კონკურსს  თანასწორობის შესახებ.

თუ ცხოვრობ აჭარაში, ხარ 13-29 წლის და გსურს ხელოვნების მეშვეობით გამოხატო  აზრი მრავალფეროვნებისა და თანასწორობის თემებთან დაკავშირებით - მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თანასწორობის თემასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის გაზრდა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქტივიზმში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ნამუშევარი უნდა პასუხობდეს თემას: მრავალფეროვნება და თანასწორობა;
  • ნამუშევარი უნდა ასახავდეს ავტორის ხედვას და შეიძლება იყოს ფოტო, ილუსტრაცია, ნახატი, ან პოსტერი. მიიღება ასევე ქვაზე შესრულებული ნახატები და თიხის ნაკეთობები. კონკურსანტები არ არიან შეზღუდულები გამოგზავნილი ნამუშევრების რაოდენობაში;
  • ელექტრონული ნამუშევრის შემთხვევაში, ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]. ნახატის ან სხვა ნაკეთობის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ ნამუშევარს სურათი და გადმოგვიგზავნეთ ელ. ფოსტით: [email protected].  აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლა (სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში) და მუნიციპალიტეტი.
  • ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 მაისი. აუცილებელი პირობაა, რომ ნამუშევარს ჰქონდეს სახელწოდება და ერთვოდეს მაქსიმუმ 50 სიტყვა, სადაც ავტორი აღწერს იდეას, რომლის გადმოცემაც სურდა კონკრეტული ნამუშევრით.

 

გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები:

თემატურობა - რამდენად პასუხობს ნამუშევარი საკონკურსო თემას (40%);

კრეატიულობა (30%);

შესრულების ხარისხი (20%);

ავტორის მესიჯი - ნამუშევრის მოკლე აღწერა, რომელიც ერთვის ნამუშევარს (10%).

გამარჯვებულების გამოვლენა:

განსაზღვრული კრიტერიუმებით, გამოგზავნილი აპლიკაციის საფუძველზე ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს 21 მაისს, კულტურული მრავალფეროვნების დღეს დიალოგისა და განვითარებისათვის. საუკეთესო ნამუშევრის ავტორები დასაჩუქრდებიან სიმბოლური პრიზებით.

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქების შემთხვევაში იგეგმება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება კონკურსში მონაწილე ავტორის ნამუშევრები.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: [email protected] ან დაგვირეკეთ: 597357577

კონკურსი ტარდება აჭარაში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩის ინიციატივის ფარგლებში. თანასწორობის ელჩები, რომლებიც ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შეირჩნენ, ცდილობენ აქტიური წვლილი შეიტანონ თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციაში.

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page