Back საქართველოში ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა

საქართველოში ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა

2019 წლის 3-4 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა.

ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც კონფერენცია გაიმართა აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენციას 140-მდე მონაწილე დაესწრო და იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლდათ, რომელიც საქართველოში ბოლო დროს მედიის სფეროში გაიმართა. კონფერენცია ფართოდ გაშუქდა როგორც ტრადიციულ, ასევე ონლაინ მედიაში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის თვითრეგულირების ორგანოს წარმომადგენლებმა, პრეს ომბუდსმენებმა და მედია ექსპერტებმა. პანელური სხდომები დაეთმო შემდეგ საკითხებს: მედია ციფრული პლატფორმების ეპოქაში,  ხელოვნური ინტელექტი მედიის სფეროში და მედია შემოსავლები. მოწვეულმა სტუმრებმა განსაკუთრებული ხასგასმით აღინიშნეს ევროპის საბჭოს საქმიანობა და ინიციატივები მედიის მიმართულებით.

კონფერენცია ღია გახლდათ ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ შესაბამისი საკითხების განხილვაში და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ევროპაში თანამედროვე მედია მენეჯმენტსა და თვითრეგულირების სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. 

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ კრისტიან ურსე - ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი; ნატა ძველიშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;  ელინა გრუნტშტორმი - ფინეთის მასმედიის საბჭოს თავმჯდომარე და  კატერინა ნიკოლაუ - საბერძნეთის მედია საჩივრების კომისიის თავმჯდომარე.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა თვითრეგულირების ქსელის შეხვედრა, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და რუსეთის ექსვი თვითრეგულირების ორგანოსგან. ქსელის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო გამოცდილებები ჟურნალისტური ეთიკის შესახებ და შეთანხმდენ ქსელის სამომვლო ფუნქციონერებისათვის საჭირო სხვადასხვა პროცედურულ საკითხებზე.

კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

3-4 ოქტომბერი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page