Back სამოცი პროკურორი მეტად ინფორმირებულია აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთების ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესახებ

სამოცი პროკურორი მეტად ინფორმირებულია აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთების ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესახებ

26-27 ივლისს, ევროსაბჭომ და ევროკავშირმა დაასრულეს ტრენინგების კიდევ ერთი სერია პროკურორებისთვის აღკვეთის ზომების გამოყენების შესახებ.

კასკადური ტრენინგების შედეგად სამოცზე მეტმა პროკურორმა გაზარდა ცოდნა აღკვეთის ზომების გამოყენების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა პატიმრობის როგორც აღკვეთის ღონისძიების როგორც უკიდურეს ზომაზე და გირაოზე. გარდა ამისა, ტრენერმა პროკურორებმა თავიანთ კოლეგებს აცნობეს შიდა მონიტორინგის შედეგების შესახებ და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები აღკვეთის ზომების გამოყენების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

მომავალში დაგეგმილია ყველა პროკურორის ჩართულობა სესიებში და აღკვეთის ზომების გამოყენების ეროვნული პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სასამართლოში არსებულ სტანდარტებთან.

ტრენინგები ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის  სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page