Back საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეათე საერთაშორისო კონფერენცია

საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეათე საერთაშორისო კონფერენცია

2022 წლის 25-26 ოქტომბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას - საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეათე ყოველწლიური შეხვედრა. კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ ევროპის საბჭო და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES). საარჩევნო მოხელეებმა ევროპის საბჭოს წევრი სახელწიფოებიდან - მათ შორის, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა - იმსჯელეს გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ციფრულ ერაში საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას. კონფერენციაზე საკუთარი გამოცდილება ასევე გააზიარეს საარჩევნო მოხელეებმა ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და ცენტრალური აზიიდან.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ (USAID), დევიდ ჰოფმანმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალი გამოწვევების კონტექსტში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას - საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

კონფერენციაზე, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, მიღებული გამოცდილება და შემდგომი ნაბიჯები, რაც უკავშირდება საარჩევნო პროცესებში ელექტრონული საშუალებების დანერგვასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლასთან.

ევროპის საბჭოს მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას და ეფექტიანი დიალოგის პლატფორმების ჩამოყალიბებას ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთათვის.  კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება ეფექტიანი ინსტრუმენტია, რაც ხელს უწყობს ევროპის საბჭოს წევრი სახელწიფოებში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით არსებული გლობალური გამოწვევების დაძლევას.

კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანაორგანიზებით.

საქართველო, წინანდალი 25-26 ოქტომბერი, 2022 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page