Back

ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებისთვის - რა? სად? როდის? თანასწორობის და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ

ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებისთვის - რა? სად? როდის? თანასწორობის და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ

კამპანია ,,მე ვირჩევ თანასწორობას“ აჭარაში თანასწორობის ელჩის ინიციატივით აცხადებს გუნდების რეგისტრაციას ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მონაწილეობის მისაღებად.

თამაშის მიზანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თანასწორობის და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ და მათი წახალისება, რომ ჩაერთონ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქტივიზმში.

თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი კერძო თუ საჯარო სკოლის (VII-XII) კლასის მოსწავლეებს.

თამაშის პირობები:

  1. თამაში ჩატარდება 24 ნოემბერს ცნობილი ინტელექტუალური თამაშის - ,,რა? სად? როდის?“ ფორმატით, ონლაინ, ZOOMის პლატფორმისგამოყენებით.
  2. შეკითხვები შეეხება საქართველოს და მსოფლიოს ქვეყნების კულტურას, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ისტორიას და გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ
  3. თითოეულ სკოლას შეუძლია წარმოადგინოს 4 მოთამაშით დაკომპლექტებული მხოლოდ ერთი გუნდი. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი სკოლისგან დამოუკიდებლად რეგისტრირდება, შესაძლებელია გუნდში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ, აირჩიონ გუნდის კაპიტანი და გუნდის სახელი
  4. თამაში შედგება 2 ტურისა და 20 შეკითხვისგან (თითო ტურში 10 შეკითხვა); 1 შეკითხვა 1 ქულა
  5. გამარჯვებულად გამოცხადდება ის გუნდები, რომლებიც დასმულ შეკითხვებზე ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში გუნდები უპასუხებენ დამატებით კითხვებს

თამაშში გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი (I, II, და III ადგილები) და მათი წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით.

 

თამაშში რეგისტრაციისთვის:

  1. სკოლებმა უნდა შეავსონ თანდართული ფორმა და მიუთითონ:
  • სასწავლებლის დასახელება;
  • გუნდის შემადგენლობა: მოთამაშის სახელი და გვარი (4 ადამიანი);
  • საკონტაქტო პირის (სასწავლო დაწესებულების/აკადემიური პერსონალი) მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა;
  1. შევსებული ფორმა, 2021 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოგვიგზავნონ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: batumi.equalityambassador@gmail.com
  1. გამოგზავნისას, მეილის სათაურში (Subject ველი) მიუთიტეთ - თამაში: რა?სად?როდის?

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: batumi.equalityambassador@gmail.com

რეგისტრაციის ფორმა

კამპანიამე ვირჩევ თანასწორობასმიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.