Back მედიატორებმა გაიუმჯობესეს ცოდნა ქცევითი მეცნიერების შესახებ, რაც მათ დავების უკეთ გადაჭრაში დაეხმარება

მედიატორებმა გაიუმჯობესეს ცოდნა ქცევითი მეცნიერების შესახებ, რაც მათ დავების უკეთ გადაჭრაში დაეხმარება

ოცდასამმა მედიატორმა გაიღრმავა ცოდნა მედიაციაში არაცნობიერი პროცესების როლის შესახებ ტრენინგის მეშვეობით, რომელიც 27-28 თებერვალს კახეთის რეგიონში ჩატარდა. ტრენინგის მიზანი იყო მედიატორთა უნარების გაუმჯობესება რთული დავების გადაწყვეტაში,  ხოლო საბოლოო მიზანი სამოქალაქო საქმეებზე მედიაციის ხარისხის გაუმჯობესებაა.

ტრენინგის დროს მონაწილეები გაეცნენ ფსიქოლოგიურ თეორიებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს არაცნობიერი, მიკერძოებულობის ცნებებს (მათ შორის, გენდერული მიკერძოება,  ჯგუფური მიკერძოება და ა.შ.) და რა გავლენა შეიძლება  მოახდინოს არაცნობიერმა მორალურმა განსჯამ მედიატორთა აღქმასა და გადაწყვეტილებაზე. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ ტრენინგში დისკუსიების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავდა არსებული მიკერძოებების გამოვლენას. ჯგუფური სავარჯიშოს დროს მედიატორებმა შეადგინეს მიუკერძოებლობის კითხვარი, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ მედიაციის მომზადების ან უშუალოდ მედიაციის პროცესში.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მიერ.

27-28 თებერვალი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page