Back იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

ევროპის საბჭომ, საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუსი) თანამშრომლობით, იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებისათვის 2022 წლის 23 სექტემბერს ქუთაისში გამართა მორიგი ცნობიერების ამაღლების შეხვედრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ღონისძიება ჩატარდა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, რომლებიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გადამზადნენ ტრენერებად ადგილობრივი ანტი-კორუფციული ტრენინგების ჩატარებით მიზნით. აღნიშნული შეხვედრების დროს სააგენტოს ტრენერებმა პრაქტიკაში გამოიყენეს ცოდნის გადაცემის ეფექტური ხერხები, ასევე ანტიკორუფციული ტრენინგ-პროგრამის შედგენის, სასწავლო მიზნების განსაზღვრის, ასევე სხვა ის ტრენინგ მეთოდები, რომელთა შესახებ მათ ინფორმაცია მიეწოდათ პროექტის ფარგლებში. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი კომპეტენციისა და ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესაბამისად უფლებამოსილია უზრუნველყოს   საჯარო ინსტიტუტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  საჯარო მოხელეების მიერ კორუფციული დანაშაულების ჩადენის პრევენცია. შესაბამისად, ჩატარებული ტრენერთა ტრენინგის მეშვეობით პროექტი მხარს უჭერს სააგენტოს ძალისხმევას ებრძოლოს ეკონომიკურ დანაშაულს შესაბამისი უწყებების  სათანადო ექსპერტიზითა და შესაძლებლობებით აღჭურვით მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მომავალში ტრენინგების ჩატარების მიზნით.

შეხვედრები ჩატარდა მომზადებული ტრენერების, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონის საკრებულოებისა და მერიის წარმომადგენელებისათვის (ბაღდათი, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი, ქუთაისი, საჩხერე, სამტრედია, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო, ვანი, ზესტაფონი). შეხვედრაზე განიხილეს ძირითადი ანტიკორუფციული კონცეფციები და კორუფციის დამარცხების გზები. აღნიშნული საკითხები განხილული იქნა სააგენტოს რეალური პრაქტიკიდან აღებული კაზუსების საფუძველზე.  ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის მანდატი და მის მიერ განხორციელებული აქტივობები.  დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციასა და მამხილებლების დაცვას, რომლებიც ასევე საინტერესო თემაა საერთაშორისო ანტიკორუფციული დღის წესრიგში.

შეხვედრა გაიმართა მეოთხედ და წარმოადგენს იმ შეხვედრების გაგრძელებას, რომლებიც გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს (17 დეკემბერი 2022), თბილისის მერიის (18 დეკემბერი 2022)  და კახეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების (14-15 აპრილი 2022) წარმომადგენლებისათვის,

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

23 სექტემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page