ნოემბერი 2019 - მაისი 2020

ფოკუსი
დამატებითი სიახლეები

Back მინისტრთა კომიტეტი: საქართველო თავმჯდომარეობას იღებს საფრანგეთისაგან

მინისტრთა კომიტეტი: საქართველო თავმჯდომარეობას იღებს საფრანგეთისაგან

დღეს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შტაბბინაში  გამართულ შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საფრანგეთისაგან საქართველოს გადაეცა. საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საქმეებში, ამელი დე მონჩალინმა, შეხვედრაზე თავისი ქვეყნის მიღწევები მიმოიხილა.

მინისტრთა კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგაარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, წარმოადგინა საქართველოს 6-თვიანი თავმჯდომარეობის პერიოდის პრიორიტეტები.

პრიორიტეტებს შორისაა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვთა მიმართ მეგობრული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერებით.

Presidency of the Committee of Ministers Strasbourg 27 November 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page