Back ახალგაზრდობის თემაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის არაფორმალური შეხვედრა

ახალგაზრდობის თემაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის არაფორმალური შეხვედრა

2020 წლის 23 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაიმართა მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა თემაზე „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“.

ღონისძიება ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი გივიაშვილმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მუშაობს ორი მიმართულებით - ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაიზარდოს ახალგაზრდების აქტიურობის შესახებ ცნობადობა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა. გენერალური მდივანი მიესალმა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობამ თავის პრიორიტეტად შეარჩია ახალგაზრდობის თემატიკა. ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის სექტორში 2030 წლის სტრატეგიის მიღებას. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამი ძირითადი ღირებულების - ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებაში. ასევე, ისაუბრა ახალგაზრდებისთვის განათლების უფლების, სოციალური უფლებების მიღების შესაძლებლობის შექმნაზე. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სტრატეგიის ძირითადი მიზანია, შექმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც დღეს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართა საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა ეროვნულ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდების წასახალისებლად სააგენტოს როლზე. აღნიშნა, რომ რეფორმა გატარდა ახალგაზრდობის სექტორში და სააგენტოში მოხდა ამ მიმართულებით მომუშავე სამთავრობო უწყებების ფუნქციების გაერთიანება. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობით არის შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის შექმნა.

შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაციები გააკეთეს ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოსა და ახალგაზრდობის ერთობლივი საბჭოს თავმჯდომარემ, ანია ოლინ პაპმა; ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა, ვილი მაიამამ და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალგაზრდა დელეგატების ყოფილმა წარმომადგენელმა და SAY (მდგრადობა და ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ) დამფუძნებელმა, ნილს დე ფრაგიემ. გამომსვლელებმა ისაუბრეს ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობაზე.

შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა. დელეგაციები მიესალმნენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად საქართველოს მიერ ახალგაზრდობის საკითხის განსაზღვრას. ასევე, აღნიშნეს, რომ ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია მნივშნელოვანი ნაბიჯია, რომელიც შექმნის შესაბამის მექანიზმებს ახალგაზრდობის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგიის ოფიციალური პრეზენტაცია და მიღება.

2020 წლის 23
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page