Back გენერალური მდივანი საქართველოში: მაღალი დონის შეხვედრები, ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, გენერალური მდივანი

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, გენერალური მდივანი

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა 2019 წლის 11 ნოემბერს დაასრულა ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი წინ უძღოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის გადაბარების თარიღს, 2019 წლის 27 ნოემბერს.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვდა ბატონ დავით ზალკალიანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს; ბატონ არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს; ბატონ გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. შეხვედრების ძირითადი თემები იყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელსაც მალე ჩაიბარებს საქართველო და ამ თავმჯდომარეობის პრიორიტეტები: სამოქალაქო ჩართულობა, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი მართლმსაჯულება, განათლება დემოკრატიისათვის და მიმდინარე გამოწვევები.

გენერალურმა მდივანმა მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაციაში და წარადგინა ევროპის საბჭოს ახალი, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსათვის.

„ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმის მიზანია როგორც საქართველოს შიდა რეფორმების მხარდაჭერა, ასევე ქვეყნის ხელშეწყობა საერთაშორისო ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებაში,“ განაცხადა გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა დაეხმარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესრულებას, გააძლიერებს ადგილობრივ ხელისუფლებას და მოქალაქეთა ჩართულობას და მხარს დაუჭერს რეფორმებს მართლმსაჯულებაში. „ნდობის გაღრმავების ზომები ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა და, როგორც ყოველთვის, ჩვენი პროექტები ევროპის საბჭოს მონიტორინგისა და საკონსულტაციო ორგანოების რეკომენდაციებს ეფუძნება,“ დაამატა გენერალურმა მდივანმა.

გენერალური მდივანი სტრასბურგი 12 ნოემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page