Back სალომე ზურაბიშვილი: „საქართველომ გაამყარა დემოკრატიული ინსტიტუტები“

სალომე ზურაბიშვილი: „საქართველომ გაამყარა დემოკრატიული ინსტიტუტები“

„საქართველოს შესვლა ევროპის საბჭოში 21 წლის წინ იყო იმ გზის დასაწყისი, რომელიც მიდის ჩვენი საზოგადოების გარდაქმნამდე, ცალკეული ადამიანის გათავისუფლებამდე, პოლიტიკური სისტემების დემოკრატიზაციამდე, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებამდე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფომდე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ასამბლეის მიმართვისას. „ეს გზა ჩვენი ერის თავისუფალ არჩევანს შეესაბამება, არჩევანს, რომელიც დღემდე შთაგვაგონებს და კიდევ მეტად გვაახლოებს ევროპულ ინტეგრაციასთან“.  

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, უფრო მყარი ინსტიტუტებით, მდგრადი ეკონომიკური ზრდით, განვითარებადი სოციალური და ჯანდაცვის სისტემებით სტაბილურ გარემოში. „ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა გზა გაეკაფა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, კერძოდ, გაყინული კონფლიქტებისა, ომისა, ოკუპირებული ტერიტორიებისა“, - განაცხადა მან.

 

 

ვიცით, რომ ჯერ არ მიგვიღწევია გზის ბოლოსთვის, რომ მეტი პოლიტიკური ნება და მზაობაა საჭირო რეფორმების ბოლო ტალღის გასატარებლად“, - განაცხადა მან. „2018 წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია არის გადასვლა დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე და წარმოაჩენს ჩვენს სწრაფვას ადამიანის უფლებების დაცვისკენ. ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების გარდა, ქვეყანა ნერგავს ახალ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ უფლებებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეკოლოგიური უფლებები პრიორიტეტულია, განსაკუთრებით, ადამიანების დაცვა ეკოლოგიური ზიანისაგან.

საპარლამენტო ასამბლეის სესია. სტრასბურგი. 2020 წლის 28 იანვარი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page