Back დავით ზალკანიანი: „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იგივე შემართება ადამიანის უფლებათა დაცვისას, რაც ჰქონდათ კონვენციის ავტორებს“

დავით ზალკანიანი: „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იგივე შემართება ადამიანის უფლებათა დაცვისას, რაც ჰქონდათ კონვენციის ავტორებს“

დღეს თავის მიმართვაში საპარლამენტო ასამბლეის წინაშე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპის საჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ზალკანიანმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ როლს, რომელიც აწესებს ადამიანის უფლებათა დაცვის უნიკალურ სისტემას და წარმოადგენს ევროპული თანამშრომლობის საძირკველს როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დონეზე“. „ვიმედოვნებ, რომ ახალ ათწლეულში გვექნება იგივე შემართება ადამიანის უფლებათა დაცვისთვის, რაც ჰქონდათ კონვენციის ავტორებს 70 წლის წინ“, - განაცხადა მან.

ბატონმა ზალკანიანმა ასევე ისაუბრა მთავარ მოვლენებზე მინისტრთა კომიტეტში ოქტომბრის მერე, ასამბლეას გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ორგანიზებული რიგი ღონისძიებები და მათი პრიორიტეტები, კერძოდ: ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შექმნა, აგრეთვე დემოკრატიის განვითარება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით.

ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან მიმართებით მან განაცხადა, რომ მინისტრთა კომიტეტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა მმართველი საბჭოს მანდატი, რათა მან ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად დაასრულოს სამართლებრივ ინსტრუმენტებზე მუშაობა, რომლებიც დააწესებს პროცედურებს ევროკავშირის მიერთებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. „დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მუშაობა წარმატებით დასრულდება, რაც შეიძლება სწრაფად. არსებითია, რომ ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა შეთანხმებულად უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა თანმიმდევრული დაცვა ევროპაში“, - ხაზი გაუსვა მან.

საპარლამენტო ასამბლეის სესია. სტრასბურგი. 2020 წლის 27 იანვარი.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page