ეს ჩვენი ისტორიაა

Back არუთიუნ საიათიანი

არუთიუნ საიათიანი

ჯერ კიდევ მე-18 საუკუნე და საქართველოში ერეკლე II-ის მეფობის ხანა იდგა, როდესაც ტფილისის ქუჩებში ჩონგურზე და კამანჩენზე დაკვრის მოყვარული, ლექსების მთქმელი და დიდი შემოქმედებითი ნიჭის მქონე წარმოშობით სომეხი კაცი გამოჩნდა.

ამ კაცის სრული სახელი იყო არუთიუნ საიათიანი, თუმცა საიათნოვას ეძახდნენ.

„ანათებ ქვეყანას, მთვარე და მზე ხარ, ნეტავი არ დაღამდე, რა კარგი მზე ხარ“ - წერდა სომეხი პოეტი ერეკლე II-ის შესახებ. სხვადასხვა ისტორიულ წყაროს თუ დავუჯერებთ, კარგი დიპლომატიც იყო.

ლექსებს სამ ენაზე წერდა: ქართულად, სომხურად და, ასევე, სპარსულად, რადგან ეს ენა მაშინდელ თბილისში მეტად გავრცელებული ყოფილა. მის ავტორობას შეიძლება მიეწეროს დღემდე მოღწეული დაახლოებით 200 ლექსი. საიათნოვას შემოქმედება შემოინახა პატარა დავთრით, რომელშიც მისი სომხური და სპარსული ლექსები იყო ჩაწერილი. ის გვერდები სადაც, სავარაუდოდ, ქართულად ეწერა ლექსები, აკლდა.

საიათნოვას პოეზია ორიგინალურია სტილითა და რიტმიკით.მისი ლექსები თარგმნა ი. გრიშაშვილმა. ასევე, ლექსები თარგმნილია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.

ამბობენ, რომ საიათნოვა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას სწორედ თბილისში მოკლეს. მის სახელს ქართველები დღემდე სიყვარულით იხსენებენ. საიათნოვა მუდამ დარჩება სამი ქვეყნის პოეტად, რომელმაც განსაკუთრებულად შეიყვარა ქართველები და ქართული მიწა.

ყოველი წლის მაისის ბოლოს თბილისში, სურბ გევორქის ეკლესიასთან, ტრადიციულად აღინიშნება საიათნოვობა – „ვარდატონი“.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page