Back ბელორუსია – ექიმებისა და პაციენტების უფლებები და მოვალეობები თანამდეროვე ჯანდაცვის სისტემაში (სამართლებრივი და ეთიკური საკითხები) (2018)

ბელორუსია – ექიმებისა და პაციენტების უფლებები და მოვალეობები თანამდეროვე ჯანდაცვის სისტემაში (სამართლებრივი და ეთიკური საკითხები) (2018)

წინაპირობა, ინიციატორი და მონაწილეები

დისკუსია ექიმებისა და პაციენტების პასუხისმგებლობის შესახებ, თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში (სამართლებრივი და ეთიკური საკითხები) ინიცირებული იყო სექტემბერში 2018 წელს, ბელორუსიის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და ბიოეთიკის კომიტეტის მიერ, ბიოეთიკის რესპუბლიკური ცენტრის მონაწილეობით.

დისკუსიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, სამედიცინო პრაქტიკის გაუმჯობესების საკითხები, გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებს შორის და აგრეთვე ახალ კანონებში ცვლილებების შეტანა, მაგალითად, ჯანდაცვის შესახებ კანონში, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციისა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების შესახებ კანონის ჩათვლით.

დისკუსიის აუცილებლობა შემდეგნაირად იყო აღწერილი: ბელორუსიაში, აღინიშნება ახალი სიტუაცია, რომელშიც პაციენტებს სურთ მეტი ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე და მოელიან, რომ ექიმები აღიარებენ მათ ავტონომიას, ისეთ შემთხვევებში, როცა პაციენტებს არ ეცოდინებათ საკუთარი უფლებები და დასჭირდებათ კვალიფიციური პროფესიული კომუნიკაცია. არსებობს აგრეთვე ექიმების ახალი თაობა, ვისი პროფესიული უნარებიც უფრო ტექნიკურია და ნაკლებად კომუნიკაციური ან ეთიკური; მათთვის აუცილებელია კანონებისა და პრაქტიკის ეთიკური საფუძვლების ცოდნა და პაციენტების მკურნალობისას მათი ჯანმრთელობის საჭიროებებისადმი კომპლექსური მიდგომა.

დისკუსია აგრეთვე გაგრძელდა, შემდგომში ჯანდაცვის კანონში შეტანილ შესწორებებში გამოსაყენებლად.

მიზნები

ჯანდაცვაში სამედიცინო პრაქტიკის გაუმჯობესება, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენება, შეგნებისა და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად საზოგადოებაში, ამ მნიშვნელოვან საკითხთა გადასაჭრელად.


საკითხი

დისკუსია ეხებოდა შემდეგ თემებს:

  • ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობას სამედიცინო პრაქტიკაში,
  • პაციენტის მიერ საკუთარი უფლებების ცოდნას ექიმის შესარჩევად,
  • იმას თუ როგორ უნდა დაიცვა სამედიცინო კონფიდენციალურობა ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში, ექიმის მიერ სიმართლის თქმის ვალდებულებას მძიმე დიაგნოზის შესახებ, ყველა კატეგორიის პაციენტებისათვის.
  • ოჯახის წევრებისათვის საკუთარი უფლების გამოყენებაში დახმარება, საკუთარი ნათესავების მოვლაში მონაწილეობის მისაღებად, როდესაც პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

მეთოდი

სხვადასხვა მეთოდი იქნა გამოყენებული საჯარო დისკუსიის ორგანიზებისას, მათ შორის:

  • დისკუსია შერჩეულ თემებზე მასმედიაში,
  • მედიცინის მუშაკთა და სამედიცინო ადვოკატთა მიერ დისკუსიის მთავარი თემების გაცნობიერება,
  • პრაქტიკული კონფერენცია, მედიცინის მუშაკთა და სამედიცინო ადვოკატთა მიერ კონფერენციის დისკუსიის მთავარი საკითხების გაცნობიერების მიმოხილვა,
  • პრაქტიკული კონფერენცია,
  • ღია ლექცია თავისუფალი დისკუსიით,
  • საავადმყოფოს ეთიკის კომიტეტების, როგორც სამკურნალო პროცესის ეთიკური პრობლემების მოგვარების ინსტრუმენტის როლი.

დისკუსია ექიმებისა და პაციენტების ულებებსა და მოვალეობებზე სამართლებრივ და ეთიკურ სფეროში, წარდგენილ იქნა მასმედიაში. დისკუსიის მონაწილეები იყვნენ ექიმები, ადვოკატები, ჯანდაცვის მენეჯერები, ბიოეთიკოსები, მეცნიერები და ასევე პაციენტთა ორგანიზაციის წევრები. დისკუსია წარდგენილ იქნა მრავალფეროვან სტატიებში, მრგვალი მაგიდის გარშემო, მასმედიაში და სამეცნიერო ჟურნალებში.

რესპუბლიკური ბიოეთიკის კომიტეტმა, რესპუბლიკური ბიოეთიკის ცენტრმა და ლეგალური ფირმის („იურსპექტრის“) “JURSPECTR”-ის თანამშრომლებმა დაიწყეს კონფერენციის მომზადება თემაზე „ეთიკური და სამართლებრივი საკითხები პაციენტებისა და მედიკოსების უფლებების დაცვა თანამედროვე ჯანდაცვაში“. კონფერენციამდე სამედიცინო ადვოკატებსა და ექიმებს შორის ჩატარდა მიმოხილვა იმისათვის, რომ ძირითადი საკითები შეერჩიათ კონფერენციაში განსახილველად. კონფერენცია ჩატარდა 2019 წლის მარტში, რომელსაც უმასპინძლა ჯანდაცვის ბელარუსულმა სამინისტრომ, ბელარუსულმა სამედიცინო სამაგისტრო აკადემიამ და („იურსპექტრმა“)“JURSPECTR”- მა. კონფერენციის დროს, სხვადასხვა სამედიცინო და იურიდიული პროფესიის წარმომადგენელმა სპიკერებმა, მონაწილეობა მიიღეს საჯარო დისკუსიაში, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეებში ასევე შედიოდნენ პაციენტთა ორგანიზაციები.

„ექიმების ეთიკური მოვალეობა“ წარმოადგენდა მართმადიდებლური ეკლესიის პროგრამის თემას საზოგადოების წევრებისათვის, რომელშიც შედიოდა:

  • სამეცნიერო აკადემიის, რუსი აკადემიკოსის ლექცია ეთიკის თემაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2019 წლის ივლისში საეკლესიო სემინარიაში, სადაც თავისუფალი იყო საჯარო დასწრება.
  • პრესკონფერენცია სათაურით „ახალი მოწამეების გმირობა, ექიმის ეთიკური მოვალეობის პრიზმაში “.

 

ძირითად თავისებურებების გავლენა

ძირითადი იდეა, დისკუსიის საკითხები და მათი გადაწყვეტის საშუალებები მხედველობაში იქნა მიღებული, მშრომელი ჯგუფების მიერ რესპუბლიკური კანონების ახალი ვერსიების განვითარების პროცესში (ჯანდაცვის კანონები, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაცია, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები). აღნიშნულ კანონებს დაერთო, პარლამენტის მიერ განხილული და ბელორუსიის ეროვნული ასამბლეის მიერ 2019 წლის ზაფხულში მიღებული კანონები.

ძირითადი ეთიკური საკითხები:

  • ძირითადი კონცეფციის განსაზღვრა (ინფორმირებული თანხმობა და ა.შ)
  • როგორ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პაციენტის სურვილი, უარი თქვას ელექტრონულ ბაზაში მისი მონაცემების შეტანის შესახებ (ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნის შესაბამისად),
  • ბიოეთიკის ეროვნული კომიტეტის ერთერთი მიზნის განსაზღვრა იმისათვის, რომ მოხდეს სამედიცინო ეთიკის შესახებ ადგილობრივი კომიტეტის აქტივობის კოორდინირება,
  • ექიმის შესაბამისი ქცევა გადაუდებელ სიტუაციაში, პაციენტისა და მისი ნათესავების ინფორმირებულ თანხმობასთან დაკავშირებით და ა.შ.

მნიშვნელოვანი თავისებურებები და მუშაობა შეცდომების გამოსწორებაზე

სამუშაო პროცესი დაეყრდნო ევროსაბჭოს „საჯარო დისკუსიის სახელმძღვანელო პროექტის“ ძირითად განსაზღვრებებს. აგრეთვე ჩვენი სლოგანი იყო „შეიძლება ითქვას, რომ ამრიგად საჯარო დისკუსია წარმოადგენს დისკუსიას, რომელიც საზოგადოების მონაწილეობით და საზოგადოებისათვის“ ტარდება. სხვადასხვა საჯარო დისკუსიის ორგანიზატორები შთაგონებული იყვნენ სახელმძღვანელო პროექტის იდეით და საკუთარი აქტივობები მოცემულ სახელმძღვანელოზე დააფუძნეს.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page