Back 32-მა შრომის ინსპექტორმა წარმატებით დაასრულა HELP-ის ონლაინ კურსი

32-მა შრომის ინსპექტორმა წარმატებით დაასრულა HELP-ის ონლაინ კურსი

ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ უმასნპინძლა 32 შრომის ინსპექტორის დაჯილდოების ცერემონიას. ინსპექტორებმა წარმატებით (96%-იანი მაჩვენებლით) დაასრულეს ევროპის საბჭოს მთავარი საგანმანათლებლო პლატფორმის (HELP) კურსები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების სწავლების მიმართულებით.

კურსის დახურვის ცერემონიალზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.

წარმოდგენილი კურსი უნიკალური შესაძლებლობაა შრომის ინსპექციის წარმომადგენლებისთვის გაიღრმავონ ცოდნა შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, ასევე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ ქართულ რეალობაზე ადაპტირებულ საკითხავ მასალებს და შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა.

სოციალურ-ეკონომიკურ უფლებების მიმართულებით შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შრომის სამართლის პროფესიონალებისთვის, განსაკუთრებით შრომის ინსპექტორებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ეწევიან შრომის დადგენილი სტანდარტების შესაბამისობის კონტროლს.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს მოკლე დროში საშუალება მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა შრომის კანონმდებლობაში, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებში, რაც ხელს შეუწყობს ინსპექტორების მიერ საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის საუკეთესო ინტერესებისთვის გაწეული საქმიანობის ეფექტიანობას.

კურსის შეფასებისას შრომის ინსპექტორებმა აღნიშნეს, რომ კურსი უაღრესად მნიშნელოვანი იყო მათი ყოველდღიური საქმიანობისთვის და რომ ჯერ კიდევ კურსის დამთავრებამდე, მათ უკვე დაიწყეს კურსში წარმოდგენილი პრეცედენტურლი სამართლისა და პაქტრიკის გამოყენება თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებში.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისსოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოშიფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

6 ივლისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page