Back კვიპროსი ინფორმირებულობის კვირეული (2018)

კვიპროსი ინფორმირებულობის კვირეული (2018)

წინაპირობა, ინიციატორი და მონაწილეები

ინფორმირებულობის კვირეულის ორგანიზება ხდება კვიპროსში, ყოველწლიურად. 2018 წელს, მის თემას წარმოადგენდა ხანში შესვლის ბიოეთიკური ასპექტები, რომლის დაწყებას თან ახლდა პრესკონფერენცია, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მინისტრისა და შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მფარველობით.

მიზანი

ინფორმირებულობის კვირეულის მიზანი ორგვარია:

  • (1) საზოგადოების ინფორმირება ბიოეთიკური მიღწევების შესახებ და
  • (2) კანონმდებლების ინფორმირება საჯარო დისკუსიის იმ გამოწვევებსა და მართვის მექანიზმების საჭიროებებზე, რომლებიც ჩნდება საჯარო დისკუსიაში.

მეთოდი

ინფორმირებულობის კვირეული 2018 წელს, მოიცავდა მთელ რიგ ღონისძიებებს, ესენი გახლდათ:

  • ხანში შესვლასთან დაკავშირებული ფოტო გამოფენა,
  • მრგვალი მაგიდის დისკუსია წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან და საპარალამენტო კომიტეტებთან ერთად, შემდეგ საკითხებზე: (1) ადამიანის უფლებები (2) ჯანდაცვის საკითხები და (3) სამართლებრივი საკითხები,
  • მრგვალი მაგიდის დისკუსია პირადი ინფორმაციის დაცვისა და ადმინისტრირებისა და ადამიანის უფლებების რწმუნებულთან (ომბუდსმენებთან) ერთად,
  • სემინარი თემაზე სოციალური ინტეგრაცია და დაუცველობა,
  • მრგვალი მაგიდის დისკუსია სიკვდილისა და დანაკარგის შესახებ,
  • სამუშაო შეხვედრა თემაზე „გადაწყვეტილებების მიღება და ეთიკური დილემის სიტუაციაში სიცოცხლის დასრულება“,
  • სამუშაო შეხვედრა თემაზე „ეთიკა და სამედიცინო ეთიკა ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში მოხუცი ადამიანების მიმართ“,
  • ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი ქცევის კოდექსი ჟურნალისტებისა და მასმედიისათვის მოხუც ადამიანებთან მიმართებით,
  • სამუშაო შეხვედრა თემაზე „ეთიკა და ეთიკის საკითხები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში მოხუცი ადამიანების მიმართ“,
  • სემინარი თემაზე „ეთიკა და დეონტოლოგია ფარმაციაში, მოხუც ადამიანებთან დაკავშირებით “,
  • სემინარი თემაზე „მკურნალობის საშუალებები კვიპროსში, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისთვის თავის გასართმევად“,
  • სამედიცინო სტუდენტებისათვის გამიზნული ლექციები: ეთიკური მოვალეობები მედიცინაში წარსულისგან სწავლა და მომავლისთვის მზადება; რა იცვლება რეანიმაციის ეთიკაში? ახალი ქირურგიული ტექნიკის ბიოეთიკა,
  • სემინარი სათაურით „დეონტოლოგია და ეთიკა საგანმანათლებლო კვლევაში: სტუდენტი მონაწილეების შემთხვევა“,
  • დისკუსია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის (1) სიცოცხლის დასასრულის საკითხების მორალური, პოლიტიკური და სოციალური შედეგები, (2) ასაკოვანი ადამიანებზე სექსუალური ძალადობის სამართლებრივსამედიცინო ასპექტები,
  • კონფერენცია თემაზე „თაობათა შორისი პროგრამა: ხანში შესულებისათვის ახალგაზრდობის შენარჩუნება, ახალგაზრდების დაბრძენება“.

მრგვალი მაგიდის საჯარო დისკუსია ცნობიერების ამაღლება ხანდაზმულობისა და მოხუცი ადამიანების შესახებ ორგანიზებული იყო კვიპროსის ეროვნული ბიოეთიკის კომიტეტის მიერ (CNBC). მონაწილეები იყვნენ ექსპერტები, კანონმდებლები, და დაინტერესებული მხარეები ვინც შედიოდა, კვიპროსის უხუცესთა პარლამენტში და კვიპროსის ხანდაზმულთა ობსერვატორიაში (NGO). მაყურებელი იყო ფართო საზოგადოება. არსებობდა ორი ყოვლისმომცველი კითხვა: (1) როგორი ხარისხის მოვლა არსებობს მოხუცთა თავშესაფრებში და სოციალური კეთილდღეობის დეპარტამენტის შემოწმების ხარისხი (კვიპროსის შრომის სამინისტრო, კეთილდღეობა და სოციალური დაზღვევა)? (2) რა საცხოვრებელი პირობებია მოხუცთა თავშესაფარში კვიპროსში (როგორც საჯარო თავშესაფარში, ისე კერძოში)? დისკუსია რომელშიც შედიოდა საჯარო აუდიტორია, გამოააშკარავა მოხუცთა თავშესაფარში არსებული შემდეგი პრობლემები:

  • ღამით არ ტარდებოდა რეგულარული შემოწმება პერსონალის მიერ, ხშირად პერსონალის ნაკლებობის გამო.
  • სერთიფიცირებული მომვლელების ნაკლებობა თავშესაფარში,
  • მოხუცების უფრო ეფექტიანი და ადეკვატური დაცვის საჭიროება, ნებისმიერი სახის ძალადობისა და ცუდი მოპყრობისაგან,
  • შემოწმების კომპეტენტური კომისიის მიერ ჩატარების საჭიროება,
  • რეზიდენტების მხრიდან საჩივრებზე, უკეთესი რეაგირების საჭიროება.

მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსიაზე დადგინდა, პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობა. გაიცა განკარგულება, არსებულ კანონმდებლობაში შესწორების შეტანის შესახებ. კერძოდ, კვიპროსში თავშესაფარში მოხუცთა მოვლის ხარისხთან დაკავშირებით ( როგორც საჯარო, ისე კერძო თავშესაფრებში.)


მნიშვნელოვანი თავისებურებები და მუშაობა შეცდომების გამოსწორებაზე

საჯარო დისკუსია შესაძლოა საკმაოდ მნიშნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც კანონმდებლობაში არსებული გამოწვევებისა და აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ საზოგადოების ინფორმირების იარაღი. საკითხების შეძლებისდაგვარად ფართო სპექტრის მოსაცავად მრავალფეროვანი მეთოდები იქნა გამოყენებული. აქტივობების სამიზნე გახლდათ ბენეფიციართა მთელი რიგი (უმეტესწილად საზოგადოება, საშუალო სკოლის მოსწავლეები, უფროსი თაობის წარმომადგენლები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, მკვლევართა საზოგადოება, მედიკოსები), რომლებიც საკმაოდ კარგად მიიღეს და ფართოდ გააშუქეს ტელევიზიაში, პრესაში და ელექტრონულ მედიაში.

საკვანძო ფაქტორს დისკუსიის მზადყოფნა წარმოადგენდა, რომელიც უფლებას აძლევდა ინდივიდებს, საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გასაზიარებლად, ამავდროულად ინფორმაცია მათ ხელთ არსებულ გამოწვევებზე, სანამ კანონმდებელთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ დისკუსიას. მიღებულმა დასკვნებმა მთავრობას უბიძგა მოხუცი ადამიანების შესახებ კანონმდებლობის გადახედვისაკენ. დისკუსიამ მოხუცთა მოვლის შესახებ, პირდაპირი გავლენა იქონია მმართველობაზე. სამინისტროს დონეზე გაიცა განკარგულება CNBC - სის მიმართ გამოძიების ჩასატარებლად, სახელმწიფო და კერძო მოხუცთა საცხოვრებელ დაწესებულებებში იმ მიზნით, რომ გადახედილიყო არსებული კანონმდებლობა, იმისათვის მაგალითად, რომ უზრუნველეყოთ სათანადო პერსონალი ოცდაოთხი საათის განმავლობაში. აღნიშნულ კანონმდებლობში შესწორება შედის და წარდგენილი იქნება, პარალმენტში დასამტკიცებლად.

ფართო მასშტაბიანი საჯარო დისკუსიის აშკარა ნაკლს დისკუსიის წელიწადში ერთ თემამდე დაყვანა წარმოადგენს. მეორე მხრივ კი, ის არსებული გამოწვევების უფრო ღრმად გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.