Back საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურის ახალი მოდელის, სამუშაო აღწერილობებისა და შემდგომი ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა

ევროპის საბჭო დახმარებას უწევს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა ორგანიზაციის ძირითადი  რესურსები სტრატეგიული მიზნების განხორციელებას მოხმარდეს. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს ექსპერტები უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისა და მოსამართლეებისაგან შემდგარ სამუშაო ჯგუფთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შეიმუშავებენ სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურის ახალ მოდელს, დეტალურ სამუშაო აღწერილობებსა და ინსტიტუციური განვითარების  სტრატეგიულ მიმართულებებს. 2016 წლის 2-3 აპრილს ექსპერტები სამუშაო ჯგგუფის წევრებს განსახილველად წარუდგენენ შემუშავებული დოკუმენტების პირველად ვარიანტს. საბოლოო რეკომენდაციებზე მუშაობა დასრულდება 2016 წლის 15 აპრილს.

 

საკონტაქტო პირი: თეა მაჩაიძე

ელ. მისამართი: [email protected]

 

მხარდაჭერა ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge