Back ტრენინგი სასამართლოს სტატისტიკის შეგროვებისა და ანალიზის თაობაზე

ტრენინგი სასამართლოს სტატისტიკის შეგროვებისა და ანალიზის თაობაზე

 მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ეგიდით გაიმართა ტრენინგი სასამართლოს სტატისტიკის შეგროვებისა და ანალიზის თაობაზე. ტრენინგი განკუთვნილია სასამართლოს მენეჯრებისთვის და  სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც სტატისტიკის შეგროვებითა და ანალიზით არიან დაკავებულნი.

წინამდებარე ტრენინგი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს სასამართლოს სტატისტიკის სწორად წარმოების მნიშვნელობას და მიზნად ისახავს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას სტატისტიკის ანალიზის კუთხით მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება სასამართლოს საქმიანობის სათანადო შეფასება.

ამავე ტრენინგზე, კომისიის რეგიონული პროექტის „სასამართლო რეფორმების შედეგების უკეთ შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“  მხარდაჭერით, მონაწილეები გაეცნენ სტატისტიკის შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის გზებს კომისიის სტანდარტებისა და ორ წლიანი შეფასების ციკლის გათვალისწინებით. მონაწილეებმა, ასევე ისაუბრეს სტატისტიკის დინამიკურ მონაცემთა ბაზაზე.

ამას გარდა, შეხვედრაზე თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელშიც საერთო სასამართლოების მუშაობის სპეციფიკა მაქსიმალურად გათვალისწინებულია. ამ ეტაპზე, კმაყოფილების კვლევის ჩატარება ორ საპილოტე სასამართლოში იგეგმება.

წინამდებარე აქტივობა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტისსასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“, პროგრამის "პარტნიორობა კარგი მმართელობისთვის" (PGG II) და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის რეგიონული პროექტის, „სასამართლო რეფორმების შედეგების უკეთ შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელიც თანადაფინანსებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ, ფარგლებში განხორციელებული  აქტივობაა.

9-10 ივილისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page