Back დისკუსია დროის მენეჯმენტისა და სამართლიანი სასამართლოს შესახებ სახელმძღვანელოების და ინსტრუმენტების ეფექტიანი განხორციელების საჭიროებაზე

დისკუსია დროის მენეჯმენტისა და სამართლიანი სასამართლოს შესახებ სახელმძღვანელოების და ინსტრუმენტების ეფექტიანი განხორციელების საჭიროებაზე

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულმა კომისიამ (CEPEJ) ჩაატარა ტრენინგი მის მიერ მომზდებულ გაიდლანებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომელიც დროის მენეჯმენტ და სამართლიანი სასამართლოს უფლებას შეეხებოდა. ტრენინგი განკუთვნილი იყო სასამართლოს თავმჯდომარეების, სასამართლოს მენეჯერებისა და იმ სასამართლოს თანამშრომლებისთვის, რომლებიც გადაწყვეტილების მომზადების პროცესში არიან ჩართულნი.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის გაეცნო სამართლიანი სასამართლოს გარანტიები და ევროსასამართლოს მიერ შემუშავებული საპროცესო უფლებებისა და მინიმალური სტანდარტები, რომელთა ეფექტიანი დაცვა CEPEJ-ის დროის მართვის გაიდლაინების მიხედვით იქნებოდა შესაძლებელი. ეს ტრენინგი გამიზნული იყო როგორც მარტივი, მაგრამ ყოვლისმომცველი ინსტრუმენტი, რომელიც პრაქტიკულ სავარჯიშოების გამოყენებით მითითებებს მისცემდა მონაწილეებს გონივრულ ვადაში სასამართლო განხილვის უფლების სრულად და სწორად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

წინამდებარე ტრენინგი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“, პროგრამის "პარტნიორობა კარგი მმართელობისთვის" (PGG II)ფარგლებში განხორციელებული აქტივობაა.

თბილისი, საქართველო 30 ივნისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page