Back კონფერენცია ადვოკატების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების შესახებ

კონფერენცია ადვოკატების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების შესახებ

8 ნოემბერს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ, საქართველოს ადვოკატთა ასცოაციაციის მონაწილეობით, გაიმართა კონფერენცია  - „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება ეროვნულ დონეზე“. საგულისხმოა, რომ 2018 წელს ადვოკატთა ასოციაციამ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, წამოიწყო მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს 8 ნოემბერს ადვოკატთა კონფერენციის ორგანიზებას, რომელიც ეძღვნება ქართველი ადვოკატებისა და მართლმსაჯულების სისტემის წინაშე მდგარი პრობლემური სამართლებრივი საკითხების განხილვას. კონფერენციის პარალელურად აღინიშნება, ასევე, ადვოკატთა პროფესიული დღე, რომელიც ხსენებულ თარიღს ემთხვევა.

 

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს სახალხო დამცველმა. ევროპის საბჭოს წარმოადგენდნენ ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების დანერგვის დეპარტამენტის უფროსი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

 

პირველ სესიაზე მონაწილეებმა და მომხსენებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართველი იურისტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით იმსჯელეს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების შესახებ. მეორე სესია მიეძღვნა HELP-ის პლატფორმას, რომელსაც ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების სამმართველოს უფროსი უძღვებოდა.

 

წინამდებარე კონფერენცია ჩატარდა პროექტების, „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“ და „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” (PGG II) ფარგლებში. კონფერენცია ასევე მხარდაჭერილი იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

8 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page