Back ყაზახი და უზბეკი ახალგაზრდები სასწავლო ვიზიტით საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისს ესტუმრნენ

ყაზახი და უზბეკი ახალგაზრდები სასწავლო ვიზიტით საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისს ესტუმრნენ

13 ახალგაზრდა ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისს ეწვია. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები „ცენტრალური აზიის ახალგაზრდა ლიდერთა აკადემიის (CAYLA)“ კურსდამთავრებულები არიან.

 

სტუმრები გაეცნენ ევროპის საბჭოს მუშაობას ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სფეროში. ამასთან, ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა - ნინო ხელაძემ, მონაწილეებს დეტალურად გააცნო ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანია - „მე ვირჩევ თანასწორობას“, მისი მეთოდოლოგია, მიზნები და შედეგები. კამპანიის საუკეთესო პრაქტიკის განხილვისას, მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას თანასწორობის კვირეულისა და თანასწორობის ჰაკათონის შესახებ, ასევე საქართველოში თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით თანასწორობის ელჩების მუშაობასა და კამპანიის ონლაინ ინსტრუმენტებს. მათ ასევე  ცოდნა გაიღრმავეს ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა აქტივობებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს საჯარო სივრცეებში, მაგალითად ვიქტორინები, ინტერაქტიული თამაშები, კონკურსები, გამოფენები და ა.შ.

 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე გამართეს შეხვედრები ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურ საბჭოსთან, ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან, ევროპის ფონდთან, უფლებები საქართველოსთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან საქართველოში, მედიის განვითარების ფონდთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან და სხვა ორგანიზაციებთან.

 

სასწავლო ვიზიტის მიზანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სოციალური პროექტების მართვის, ადამიანის უფლებების, ინკლუზიისა და თანასწორობის შესახებ საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.

 

ეს სასწავლო ვიზიტი ხორციელდება "სოციალური ინოვაციები ცენტრალურ აზიაში" პროექტის ფარგლებში, რომელიც 5-წლიანი ინიციატივაა და დაფინანსებულია USAID-ისა და ევრაზიის ფონდის მიერ. სასწავლო ვიზიტის მიზანია ცენტრალურ აზიაში აქტიური და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

19 სექტემბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page