Back შრომის უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები - კურსის ახალი ფაზა დაიწყო

შრომის უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები - კურსის ახალი ფაზა დაიწყო

2023 წლის 17 მარტს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ადამიანის უფლებათა კურსის (HELP- Human Rights Education for Legal Professionals) მეორე ფაზა გაიხსნა  სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებისთვის თემაზე „შრომითი უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები.“ ონლაინ სასწავლო კურსი თორმეტ კვირას გასტანს. კურსი პირველად 2022 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომმლებისთვის ჩატარდა. კურსი მონაწილეებს ეხმარება, აიმაღლონ ცოდნა შრომის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით, რაც სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების მუშაობას გააძლიერებს.

HELP-ის ონლაინ სასწავლო კურსი აგებულია შრომის უფლებათა ევროპული სისტემის (ევროპის საბჭო/ევროკავშირი) ძირითად კომპონენტებზე და მოიცავს ინფორმაციას ევროპის სოციალური ქარტიის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს შესახებ. ეს კურსი ადაპტირებულია და მასში მოცემულია შრომით უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები და პრაქტიკა.

ღონისძიება გახსნეს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და შრომის ინსპექციის მთავარი ინსპექტორის პირველმა მოადგილემ ნატო ნათენაძემ.  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის (DGI) მოადგილემ ანა-მარია ტელბისმა, HELP-ის კურსების ფუნქციონირების შესახებ ისაუბრა. HELP-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრმა და HELP-ის კურსის „შრომითი უფლებები, როგორც ადამიანის უფლებების“ ტუტორმა მარია ანდრიანი კოსტოპულუკი დეტალურად განიხილა კურსის მიზნები და შინაარსი.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილია.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page