Back საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარების დეკლარაციების მონიტორინგის საქართველოში არსებული სისტემის შემდგომი გაუმჯობესება

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარების დეკლარაციების მონიტორინგის საქართველოში არსებული სისტემის შემდგომი გაუმჯობესება

ევროპის საბჭომ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან  (ბიურო) თანამშრომლობით, თბილისში გამართა სამუშაო შეხვედრა „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საუკეთესო პრაქტიკა“.

PGG II აგრძელებს ბიუროს მხარდაჭერას ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისტემის მონიტორინგის არსებული სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით ეროვნულ ჩარჩოში არსებული გამოწვევებისა და მათი შემდგომი გაუმჯობესების შესაძლო ნაბიჯების იდენტიფიცირების გზით.

შესაბამისად, პროექტმა ბიუროს გაუწია დახმარება ტექნიკური დოკუმენტის შემუშავებით, რომელიც აანალიზებს თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენისა და მონიტორინგის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას.

დოკუმენტს საფუძვლად დაედო საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი, ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები, რაც მიზნად ისახავდა არსებული ეროვნული საჭიროებების უკეთესად განსაზღვრას. დოკუმენტი, ევროპის ქვეყნების პრაქტიკასთან შედარების საშუალებით, ყურადღებას ამახვილებს საქართველოში თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. კერძოდ, ტექნიკური დოკუმენტი აანალიზებს ქონებრივი მდგომარების დეკლარაციების მონიტორინგის არსებულ პრაქტიკას ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით, როგორებიცაა შერჩევის საფუძვლები, კერძო წყაროების ინფორმაციაზე წვდომის მექანიზმები, უცხო წყაროების (ღია ან სხვა) ინფორმაციაზე წვდომა და მისი გამოყენება. გარდა მონიტორინგთან დაკავშირებული გამოწვევებისა, დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა ევროპის ქვეყნებში კრიპტო აქტივებთან დაკავშირებული გამოწვევები; ქონებრივი დეკლარაციების სისტემის გავრცელება ოჯახის წევრებსა და სხვა დაკავშირებულ პირებზე; საჯარო გამჟღავნებისაგან გათავისუფლება, მათ შორის იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც გამჟღავნებისაგან გათავისუფლება შეეხება მხოლოდ დადგენილ პირად მონაცემებს და სახელმწიფო საიდუმლოებას ან ასევე, სხვა კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციასაც.

არსებული პრაქტიკის ანალიზთან ერთად,  დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც დასრულდა 2022 წლის ოქტომბერში, ასევე მოიცავს რეკომენდაციებს ქონებრივი დეკლარაციების ეროვნული სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემდგომი განვითარებით მიზნით.

ტექნიკური დოკუმენტის დასრულების შემდეგ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისათვის (მათ შორის  დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტი, დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი) გაიმართა სამუშაო შეხვედრა „დეკლარაციების მონიტორინგის საუკეთესო პრაქტიკა“. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეებისათვის შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტის გაცნობასა და ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების წარდგენას. აღნიშნულმა დისკუსიამ, რომელიც გაიმართა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მხარდაჭერით, ხელი შეუწყო საქართველოს შესაბამისი ინსტიტუტებისათვის იმ შესაძლო პრაქტიკული ნაბიჯების იდენტიფიცირებას, რომლებიც აუცილებელია მოცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციისათვის.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

თბილისი, საქართველო 13 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page