Back პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრა

პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრა

ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ 2022 წლის 28 ოქტომბერს, პარასკევს, გამართა მმართველი კომიტეტის მე-3 შეხვედრა.

 

მონაწილეები გაეცნენ პროექტის პირველ ეტაპზე, შრომითი უფლებების სფეროში განხორციელებულ აქტივობებს. პროექტის გუნდმა ასევე გამოაცხადა პროექტის წარმატებით გაგრძელება 2023 წლის დეკემბრამდე და წარმოადგინა პროექტის დარჩენილი პერიოდისთვის დაგეგმილი აქტივობები. დამსწრე ყველა ბენეფიციარმა და დაინტერესებულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ითანამშრომლოს ევროპის საბჭოსთან და უფრო კონკრეტულად პროექტთან, რათა კიდევ უფრო გაზარდოს სოციალური უფლებების დაცვა საქართველოში.

 

შეხვედრა გახსნეს პროექტის უფროსმა ოფიცერმა თამარ ნოზაძემ და ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერმა მარგარიტა გალსტიანმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი, ქალბატონი ლიკა კლიმიაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ გვარამაძე, შრომის ინსპექციის მთავარი ინსპექტორის პირველი მოადგილე, ქალბატონი ნატო ნათენაძე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, ქალბატონი ნინო ველთაური და ასევე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები და ბენეფიციარები.

 

პროექტი დაიწყო 2021 წლის მარტში 18 თვის ხანგრძლივობით და 350,000 ევროს ბიუჯეტით. ის თავდაპირველად უნდა დასრულებულიყო 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, მაგრამ გამოვლენილი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, მოხდა მისი მეორე ფაზით გაგრძელება 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე, 700,500 ევროს ჯამური ბიუჯეტით. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მორგებას სოციალური და ეკონომიკური უფლებების ევროპულ სტანდარტებთან, პოლიტიკასთან და პრაქტიკასთან, უზრუნველყოფს სოციალური უფლებების სათანადო დაცვას და განხორციელებას და მიზნობრივ ჯგუფებში ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდას სოციალური უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიმართულებით ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

28 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page