საჯაროდ დისკუსიის ინიცირების მიზეზების გაცხადებას მოჰყვება მორიგი კითხვები საჯარო დისკუსიის ცალკეულ აქტივობებთან დაკავშირებული კონკრეტული მიზნების შესახებ, კერძოდ: რა შედეგებისა და სარგებელის მიღებას ელიან და ვისთვის? აქაც, შესაძლოა არსებობდეს ერთზე მეტი მიზანი და განსხვავებული სარგებელი,აქტივობაში ჩართული სხვადასხვა მხარისათვის.

ბელორუსია – ექიმებისა და პაციენტების უფლებები და მოვალეობები თანამდეროვე ჯანდაცვის სისტემაში (სამართლებრივი და ეთიკური საკითხები) (2018)

საჯარო დისკუსია „ექიმებისა და პაციენტების უფლებები და პასუხისმგებლობა თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში“ შესახებ (სამართლებრივი და ეთიკური საკითხები 2018-2019)“, ძირითადი მიზანს წარმოადგენდა პაციენტების ინფორმირება თავიანთი უფლებების შესახებ და ექიმებისათვის საკუთარი მოვალეობების შეხსენება, ახალი კანონმდებლობის ცოდნისა და ეთიკური პრაქტიკის ჩათვლით.

საფრანგეთი - საჯარო დისკუსია ბიოეთიკის კანონის შესახებ (2018)

ფრანგული “États Generaux” პროექტში მედია აღიარებული იყო, როგორც საკვანძო როლის შემსრულებელი და მასმედიის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ორგანიზებული იყო საჯარო დისკუსიის ღონისძიებამდე, რათა ხელი შეეწყოთ შერჩეული თემებისა და მათი ეთიკური შედეგების დაბალანსებული გაშუქებისათვის.

საფრანგეთის ეროვნული კონსულტაციის (“États Généraux”) მიზანი იყო ბიოსამედიცინო თემებზე საჯარო დისკუსიაში საზოგადოების შეძლებისდაგვარად ფართოდ ჩართვა, რაც თავის მხრივ, საკანონმდებლო პროცესში შეიტანდა წვლილს. ფართოდ გაშუქებამ მედიაში, ვებგვერდმა, რომელშიც მონაწილეობდა საზოგადოება და საზოგადოებრივი დისკუსიისათვის ორგანიზებულმა რეგიონულმა ფორუმებმა კარგი შესაძლებლობა შექმნა თანამონაწილეობისთვის და ხელი შეუყო პოტენციალის ჩამოყალიბებას დისკუსიის შემდგომი განვითარებისათვის.

კვიპროსი ინფორმირებულობის კვირეული (2018)

კვიპროსელთა ინფორმირების კვირეულის ფარგლებში, რომელიც დაეთმო მოხუცთა მოვლის სახლების საკითხს, როგორც საჯარო დისკუსიის შედეგი, მომზადდა ქცევის კოდექსი ჟურნალისტებისა და მასმედიისათვის. ზემოხსენებული საჯარო განხილვა ჩატარდა ჟურნალისტებისათვის, რათა დახმარებოდნენ მათ მოხუცების მოვლასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში.

გერმანია – საჯარო მსჯელობა გენომის შეცვლის შესახებ (2019)

2019 წლის დისკუსიის (Genomchirurgie im gesellschaftlichen Diskurs) ფარგლებში ორგანიზებული იყო ორი ტრენინგ-სემინარი, სადაც ჟურნალისტები და რედაქტორები შეიკრიბნენ ბიოლოგიის, მედიცინის, ეთიკისა და სამართლის სფეროს წარმომადგენელ მეცნიერებთან ერთად, რათა განეხილათ და გაეაზრებინათ გენომის შეცვლის პროცედურის სხვადასხვა პერსპექტივა. მიზანს წარმოადგენდა მედიის მიერ თემის კვალიფიციური გაშუქება.

ფინეთი - მოქალაქეთა ინიციატივა პარალამენტს (2012)

2012 წელს წარმოდგენილი იყო ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც საზოგადოებას შეეძლო პრობლემური საკითხების განხილვა, ამ საკითხების მიმართ კანონმდებლების ყურადღების მიპყრობა და მათი ავტომატური განხილვა პარლამეტში, თუ ონლაინ პეტიციას 50,000-ზე მეტი მოქალაქე მოაწერდა ხელს.