პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
29.05.14
სემინარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადთა დასაშვებობის კრიტერიუმებზე

2014 წლის 30 მაისს ევროპის საბჭო მართავს სემინარს თემაზე „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადის დასაშვებობის კრიტერიუმები“. სემინარს ჩაატარებენ ევროპის საბჭოს გამოცდილი ექსპერტები -  ბ-ნი გიორგი ბადაშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წამყვანი იურისტი და ქ-ნი ნანა მჭედლიძე, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს სისტემის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, ექსპერტები დეტალურად ისაუბრებენ განაცხადთა დასაშვებობის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომელსაც ადგენს ევროპული კონვენციის 35-ე მუხლი. მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, სიღრმისეულად გაეცნონ  ევროპული სასამართლოს მიერ განხულილ საქმეებს საქართველოსთან მიმართებაში და იმსჯელონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და განჩინებებზე.  

სემინარზე დასწრება შეუძლიათ მოქმედ ადვოკატებს, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამართლის ფაკულტეტების ბოლო კურსის სტუდენტებს.  

სემინარი ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისათვის“.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.