პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
28.04.2014
ციხის ჯანდაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

2014 წლის 26-27 აპრილს, ციხის ჯანდაცვის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა  სამუშაო შეხვედრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.

ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის და გადაწყვეტილებების მიმღები პირები მსჯელობდნენ ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრუქტურაზე, ძირითად ამოცანებსა და პრიორიტეტებზე. ციხის ჯანდაცვის რეფორმის სახელმწიფოსეული ხედვის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ ევროპის საბჭოს კონსულტანტები და პროექტის უფროსი ოფიცრები.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურულიტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.