პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
24.04.2014
ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ პროგრესის განხილვა

2014 წლის 24 აპრილს, ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მმართველი საბჭოს მესამე შეხვედრა შედგა, რომელიც მიზნად პროგრამის მიღწევების განხილვასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას ითვალისწინებდა.

 მმართველი საბჭო გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურაა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი და პროკურატურა. საბჭოს ფუნქცია პროექტის მიერ მიღწეული პროგრესის მონიტორინგი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯების განხილვა და სამუშაო გეგმის დამტკიცებაა.

საბჭოს შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უმასპინძლა. შეხვედრაზე, მმართველი საბჭოს წევრებმა პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე პერიოდამდე გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს და მომდევნო ექვსი თვის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს.  

პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.