პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
28.02.2014

სასჯელაღსრულების სისტემის მენეჯმენტი  ციხის ჯანდაცვის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას შეაფასებს

2014 წლის 1-2 მარტს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისი სამედიცინო დეპარტამენტის მენეჯმენტი ციხის ჯანდაცვის სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის შეფასებითი ანგარიშგანიხილავს და მომდევნო საქმიანობას დაგეგმავს  2 დღიან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება.

ევროპის საბჭომ საქართველოს ციხის ჯანდაცვაში არსებული მდგომარეობა 2013 წლის დეკემბერში შეისწავლა და შეაფასა ის პროგრესი, რომელიც  ციხის ჯანდაცვის 2013-2014½ (18 თვე) წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით დასახული ამოცანების შესრულების კუთხით დაფიქსირდა 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით და   ევროპის საბჭოს რეკომენდაციებთან და წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის სტანდარტებთან  შესაბამისობის კუთხით.  შეფასების შედეგები ანგარიშში აისახა.

ანგარიშის განხილვის გარდა, სამუშაო შეხვედრის მონაწილეები დაიწყებენ  ციხის ჯანდაცვის სამომავლო სტრატეგიაზე მუშაობას.

სამუშაო შეხვედრა კახეთში, სასტუმრო „ლოპოტაში“ გაიმართება და 2 დღეს გასტანს.

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.