პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
27.03.14

შეხვედრები  უკანონო თვალთვალისა და პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით

27-28 მარტს, ევროპის საბჭოს ექსპერტი პროფესორი ჯოსეფ ა. კანატაჩი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს გამართავს უკანონო თვალთვალისა და პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტების ავტორებთან.

 

პროფესორი კანატაჩი ერთ-ერთი ავტორი გახლავთ ექსპერტთა დასკვნის, რომელიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის პირადი მონაცემების დაცვის განყოფილების მიერ შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის თხოვნის საუძველზე, საქართველოს სამართალდამცავი და ეროვნული  უშიშროების ორგანოების მიერ თვალთვალის განხორციელების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.


აღნიშნული შეხვედრების დასასრულს, პარასკევს 28 მარტს 17:30 საათზე, პრეს კონფერენცია გაიმართება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“.

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.