პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
27.03.2014
სამუშაო შეხვედრან პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის შესახებ დისკრიმინაცის  ჭრილში

2014 წლის 27 მარტს, ევროპის საბჭო გამართავს სამუშაო შეხვედრას დისკრიმინაციის  ჭრილში ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის შესახებ.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით იმართება, მიზნად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაში  ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის თაობაზე არსებული მუხლების  უკეთ გაცნობას ისახავს.

ოთხმოცამდე მოქმედი იურისტი, დისკრიმინაციის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და სამართლის სტუდენტი მოისმენს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების პრეზენტაციებს და განიხილავს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის საკითხებს დისკრიმინაციის ჭრილში.  სემინარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული  მე-14 მუხლის და მე-12 ოქმის მიმოხილვით დაიწყება.  ამასთან, მონაწილეები დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული ქართული კანონმდებლობის შესახებ გაიფართოვებენ ცოდნას და გაეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს,  რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მე-8 და მე-14 მუხლების კუთხით არსებობს.

სემინარი თავისუფალი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.

ღონისძიება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისათვის” ფარგლებში ტარდება.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.