პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
23.01.14
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ბატონი ნილს მუიჟნიეკსი პრეს კონფერენციას გამართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ბატონი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში 20-25 იანვრის ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მთავარი თემებია მართლმსაჯულების განხორციელება და უმცირესობათა საკითხები. კომისარი მუიჟნიეკსი  მართავს  რიგ შეხვედრებს, მათ შორის: შეხვედრები მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, სახალხო დამცველის ოფისთან, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორისა და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. 21 და 22 იანვარს კომისარი ასევე ეწვია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს.

ბატონი მუიჟნიეკსი პრეს კონფერენციას გამართავს შაბათს, 25 იანვარს 13:30 საათზე, სასტუმრო რედისონში.

***

დამატებითი ინფორმაცისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ევროპის საბჭოს ოფისს საქართველოში: (+995 32) 291 38 70/ 71/72/73

***

 

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.