პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
22.05.2014
თბილისი, 22 მაისი 2014 - ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას შეხვდა

2014 წლის 22 მაისს, ვენეციის კომისიამ (ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად) სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან. აღნიშნული შეხვედრა პირველია ევროპის საბჭოს საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაო შეხვედრების სერიიდან, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მანდატის ბოლომდე გაგრძელდება.

 ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები ხორვატიიდან, მალტიდან, რუმინეთიდან და შვეიცარიიდან საკონსტიტუციო კომისიის ხუთივე სამუშაო ჯგუფს შეხვდნენ. განხილული იყო საკითხთა ის ფართო ჩამონათვალი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის შესწავლის საგანს წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს, ვენეციის კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა, თომას მარკერტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კომენტარები გააკეთეს ჟურნალისტებისთვის.  ბატონმა მარკერტმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მხარს უჭერს საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიღწევას და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესის დადებითი შედეგი სტაბილური ქართული კონსტიტუცია იქნება.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.