პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
20.03.2014
ევროპის საბჭო ხელს უწყობს პატიმრობის კოდექსთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების მომზადებას

2014 წლის 22-23 მარტს, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო, ევროპის საბჭოს ხელშეწყობით ორდღიან სამუშაო შეხვედრას გამართავს სასტუმრო ლოპოტას ტბის კურორტზე იმ კანონქვემდებარე აქტების მომზადების მიზნით, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის დეკემბერში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე გახდა საჭირო.

შეხვედრაში, რომელიც ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება, სამინისტროს ოფიციალური პირები, ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონსულტანტი და პროექტის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეები განიხილავენ იმ ევროპულ სტანდარტებს, ძირითად პრინციპებსა და ევროპულ გამოცდილებას, რომლების დაცვით და გათვალისწინებითაც უნდა შემუშავდეს შესაბამისი სახელმძღვანელო ინსტრუმენტები (კონკრეტულად, სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები და პირობები; აკრძალული ზოლის განსაზღვრის წესი გაქცევის შემთხვევაში, ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის წესები, ასევე, პირების გადაყვანის/ბადრაგირების დროს, უსაფრთხოების ზომების გამოყენების წესები და პირობები).

როგორც ნავარაუდევია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამუშაო შეხვედრაზე გაჟღერებულ რეკომენდაციებს და წინადადებებს გამოიყენებს ხსენებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავების დროს. საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ევროპის საბჭო, ამ რეგულაციებისთვის საბოლოო სახის მისაცემად ტექნიკურ დახმარების გაწევას შემდგომშიც გააგრძელებს.

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.