პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
19.06.14
ციხის ჯანდაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარდგენა  

20 ივნისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გამართავს ახალი ციხის ჯანდაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით. ჩატარდა სამუშო შეხვედრებისა და დისკუსიების სერია ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით დოკუმენტების ციხის ჯანდაცვის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი 2014 - 2017 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის  განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. ისინი განსაზღვრავენ შესაბამის მიზნებსა და აქტივობებს იმპლემენტაციისათვის. სამედიცინო მომსახურების დივერსიფიკაცია, გადამდები დაავადებების პრევენცია, ჯანსაღი გარემოს დამკვიდრება, თვითმკვლელობის პრევენცია, ადამიანური რესურსების განვითარება და ხარისხის კონტროლი გახლავთ იმ 16 მიზანთაგანი, რომელიც  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სტრატეგიულ მიზნებად განსაზღვრა.

 

აღნიშნული აქტივობა ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურულიტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში იმართება. პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.