პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
19.02.2014

საქართველოს ციხეებს 800 ახლაგადამზადებული სამედიცინო  პერსონალი და სოციალური მუშაკი მოემსახურება

19 თებერვალს, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“  ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემის  800  სამედიცინო  და სოციალური მუშაკისთვის ტრენინგები  დაიწყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანსაღი გარმოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.

 ტრენინგის გახსნას სასწავლო ცენტრში დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონიეზე დაესწრნენ.

 ტრენინგების მონაწილეები ჯანდაცვის ხელშეწყობის, კრიტიკული სიტუაციების მართვის, თვითმკკვლელობების, თვითდაზიანების,  იმუნო დეფიციტური და სხვა ვირუსების პრევენციის შესახებ ახალ მიდგომებს გაეცნობიან.  ხუთდღიან, ინტერაქტიულ ტრენინგეზე ყურადღება პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და მექანიზმებზე, საერთაშორისო სტანდარტებსა თუ სამართლებრივ დოკუმენტებზე გამახვილდება.  ტრენინგი მიზნად  საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებაში განთავსებული  ბრალდებული და მსჯავრდებული 10 000-მდე პირისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას  ისახავს და მათი უფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენ გადადგმული მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ტრენინგის პროგრამა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და ამავე სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და  პირველ ეტაპზე 160 სამედიცინო  და 160 სოციალური მუშაკის გადამზადებას ისთვალისწინებს.

ტრენინგები 2014 წლის 19 თებერვლიდან დაიწყება და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება.

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.