პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
19.02.2014 

იუსტიციის უმაღლესი სკოლის საჭიროებათა ყოვლისმომცველი კვლევა

ვროპის საბჭო, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასათან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს ამავე სკოლის საჭიროებათა ყოვლისმომცველ კვლევას. ამ კვლევის ეგიდით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრუქტურასა და პროცედურებში არსებული ნაკლოვანებები, სასამართლო სისტემის ტრენინგ საჭიროებები და საკომუნიკაციო პრაქტიკა იქნება გაანალიზებული. ევროპის საბჭოს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევის შედეგებს და რეკომენდაციებს უმაღლესი სკოლა თავისი საქმიანობის ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განვითარებისთვის გამოიყენებს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს უკეთ გააკეთოს რეაგირება სასამართლო სისტემი საგანმანათლებო საჭიროებებზე.

 საჭიროებათა კვლევა ჩატარდება თბილისში, 2014 წლის თებერვლიდან აპრილამდე.

 ეს საქმიანობა ორგანიზებულია პროექტისსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა გაუმჯობესება ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ნიდერლანდის სამეფოს საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.