პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
16.06.14
73 ექთანი მზად არის ახალი ცოდნა და უნარები გამოიყენოს ციხეებში

2014 წლის 17 ივნისს, ევროპის საბჭო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და საქართველოს უნივერსიტეტი სერთიფიკატებს გადასცემენ იმ ექთნებს, რომლებმაც ახალი ცოდნა და უნარები შეიძინეს ერთთვიანი პროფესიული განვითარების პროგრამის მეშვეობით, რომელიც ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში განხორციელდა.

დღეიდან, ციხის პოპულაციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეძლებს იმ ექთნების მომსახურებით სარგებლობას, რომლებიც საექთნო საქმეში არსებულ სიახლეებს გაეცნენ, შეისწავლეს პაციენტებთან ეფექტური კომინიკაციის მეთოდები, კრიტიკული სიტუაციების მართვა, თავდაცვის ტექნიკა და პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებში საქართველოს უნივერსიტეტის ე.წ. „სიმულაციურ საავადმყოფოში“.

პროფესიული განვითარების კურსის მაღალი ხარისხი მოწვეულმა ადგილობრივმა პროფესორებმა, ექთანთა ასოციაციის წევრებმა და უცხოელმა სპეციალისტებმა განაპირობეს.

პროგრამა მიზნად ციხის ექთნების პროფესიულ ჩვევებს ამაღლებას, განათლების უწყვეტობის პრეცედენტს შექმნას, ციხის ჯანდაცვის სისტემაში ევროპული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების განხორციელებისთვის საფუძვლის ჩაყრას ისახავდა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ციხეებში უფრო ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის
 სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისშიდაიწყო. იგი მიზნაად ისახავს  
თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და სამედიცინოდახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.