პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
16.05.2014
სპატიმრობის კოდექსთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების მომზადება

2014 წლის 17-18 მაისს, ევროპის საბჭო, პატიმრობის კოდექსთან დაკავშირებული კანონმქვემდებარე აქტების მომზადებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერის მიზნით სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს გუდაურში.

2014 წლის აპრილის თვეში საქართველოს პარლამენტის მიერ პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიღების შემდეგ, საჭირო გახდა სახელმძღვანელო ინსტრუმენტების (კონკრეტულად, სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები და პირობები; აკრძალული ზოლის განსაზღვრის წესი გაქცევის შემთხვევაში, ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის წესები, ასევე, პირების გადაყვანის/ბადრაგირების დროს, უსაფრთხოების ზომების გამოყენების წესები და პირობები) შემუშავება. აღნიშნული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ამ ინსტრუმენტების შემუშავებაში ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერას ემსახურება.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები- პარლამენტის წევრები, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ოფიციალური პირები,  სახალხო დამცველის ოფისის, მონაცემთა დაცვის სააგენტოს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო ექსპერტებთან და ევროპის საბჭოს პროექტის გუნდთან ერთად განიხილავენ ევროპულ სტანდარტებს, ძირითად პრინციპებსა და ევროპულ გამოცდილებას, რომლების დაცვით და გათვალისწინებითაც  შემუშავდება შესაბამისი სახელმძღვანელო ინსტრუმენტები.

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.