პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
  14.03.2014
ფსიქიატრიულ დაწესებულებათა და ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების შეფასების შედეგთა პრეზენტაცია

2014 წლის 15 მარტს, ევროპის საბჭო ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელ საბჭოს წარუდგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებათა შეფასების ანგარიშს, რომელიც ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში მომზადდა.

ევროპის საბჭოს კონსულტანტებმა მოინახულეს რამდენიმე ფსიქიატრიული დაწესებულება საქართველოში და შეაფასეს მათში არსებული სერვისების ხარისხი, კადრები და ფინანსები, საცხოვრებელი პირობები, მდგომარეობა პაციენტთა უფლებების დაცვის მხრივ, საჩივრების განხილვის მექანიზმები და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სამუშაოები. კონსულტანტებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკა და კანონმდებლობაც შეაფასეს.

ვიზიტების ფარგლებში კონსულტანტები გაესაუბრნენ პაციენტებსა და თანამშრომლებს, ასევე გაეცნენ შესაბამის ინსტრუქციებს, რეგულაციებსა და სხვა დოკუმენტებს, მათ შორის, პაციენტთა თანხმობით, მათ სამედიცინო ჩანაწერებს. აღნიშნული კვლევების საფუძველზე  გამოვლინდა სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს, რათა უზრუნველყონ მიწოდებული სერვისების ხარისხი და ადამიანის უფლებათა დაცვა. გამოვლენილი ტექნიკური, ფინანსური თუ საკანონმდებლო ხასიათის ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კონსულტანტებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს როგორც დაწესებულების, ასევე სახელისუფლებო დონეზე გასათვალისწინებლად.

შეფასების შედეგები და რეკომენდაციები ერთად არის თავმოყრილი ოთხ ანგარიშში, რომელთა პრეზენტაცია და განხილვაც შედგება 15 მარტს, ევროპის საბჭოს ექსპერტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს წარმომადგენელთა მონაწილეობით. როგორც ნავარაუდევია, შეფასების ანგარიშები უნდა გახდეს ფსიქიკური ჯანდაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის და ფსიქიკურ აშლილობათა ეფექტიანი მკურნალობისა თუ მართვის სახელმძღვანელო პრინციპთა შემუშავების საფუძველი.

 ანგარიშის პრეზენტაცია შედგება 15 მარტს, 14:00, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.