პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
13.06.2014
უნარების გაუმჯობესება პოლიციის საკნებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად

2014 წლის 14 ივნისს, ქალბატონი კატერინა ბოლონიეზე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში და ბატონი ნუკრი გელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, სერტიფიკატებს გადასცემენ პოლიციის ოფიცრებს, რომელთაც წარმატებით გაიარეს პოლიციის საკნებში ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ტრენინგ- პროგრამა.

 პროგრამის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით მომუშავე 230 პოლიციის ოფიცერმა გაიარა მომზადება პოლიციის საკნებში ჯანმრთელი გარემოს შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებში. ტრენინგების დროს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შიდსის/აივ ინფექციის და სხვა გადამდები დაავადებების პრევენციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენის, სუიციდის თავიდან აცილების, კრიტიკული სიტუაციების მართვის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც ე.წ. „დახურული ტიპის დაწესებულებებისთვის“ არის დამახასიათებელი.

ტრენინგები  ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.