პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
12.04.2014
ტრენინგების პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებისთვის

2014 წლის 12-17 აპრილს, ევროპის საბჭო ორ სამდღიან ტრენინგს ჩაატარებს სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ჩატარდება.

ციხეების დირექტორები, მთავარი ექიმები და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების და სამედიცინო დეპარტამენტების თანამშრომლები გაეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს არასათანადო მოპყრობასთან და ციხეებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

 ტრენინგების ერთერთი სესია წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპულ კომიტეტს და მის სტანდარტებს, ასევე, მის მანდატსა და ამოსავალ პრინციპებს, კომიტეტის ვიზიტების მიზნებსა და შედეგებს დაეთმობა.

მესამე სესიის მთავარი თემა იქნება გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო, ეგრედწოდებული სტამბულის პროტოკოლი. ამ სესიაზე, მონაწილეები გაეცნობიან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის სამართლებრივ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შედეგებს. მონაწილეები ჯგუფებად იმუშავებენ და პრაქტიკულად გამოცდიან არასათანადო მოპყრობის ნიშნების უფრო ეფექტურად გამოვლენის და მსხვერპლან გასაუბრების ტექნოლოგიებს.

ტრენინგებს ჩაატარებს ორი ქართველი და ერთი საერთაშორისო ტრენერი. როგორც იგეგმება, ტრენინგების 43 მონაწილე, აღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ, უკეთ იქნება აღჭურვილი წამებასთან და ციხის ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტანდარტების და პრინციპების ცოდნით, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებს.

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“  განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.