პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
11.06.14
საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებს კონგრესის დელეგაცია დააკვირდება

სტრასბურგი, 11 ივნისი 2014 - ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი 2014 წლის 15 ივნისს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. დელეგაცია,  ჯოს ვინენის ხელმძღვანელობით (ნიდერლანდები, ევროპის სახალხო პარტია), 22 წევრისაგან შედგება, რომელთა შორის არიან წევრები ევროპის კავშირის რეგიონთა კომიტეტიდან.  

 28-29 მაისს (2014 წ.) შედგა წინასაარჩევნო ვიზიტი, რათა შეეფასებინათ საარჩევნო გარემო და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. არჩევნების დღესთან მიმართებით, კონგრესის დელეგაციის მეთაურმა ჯოს ვინენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გააკეთოს ყველაფერი, რათა არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში უზრუნველყოს სამართლიანი კამპანია მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში. „მე ყურადღება მივაქციე მთავრობის დაპირებას, რომ ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნები, რომ დაიგმოს ნებისმიერი ფორმის ძალადობა და თითოეულ კანონდარღვევას მოჰყვეს სათანადო რეაგირება. საარჩევნო კამპანიის პროცესში პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შორის კონკურენცია შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი, მაგრამ არასოდეს უნდა ახლდეს დამამცირებელი თუ სიძულვილით აღსავსე დისკურსი ან ქცევა. ხელისუფლების შტოების ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების სისტემა არის მოწიფული დემოკრატიული გარემოს მთავარი წინაპირობა, რომელშიც მთავრობასაც და ოპოზიციასაც თავისი როლი აქვს და ორივე პასუხისმგებლობით ეკიდება მათ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების დღეს - ხალხს“, - თქვა ბატონმა ვინენმა.  

12 და 13 ივნისს დელეგაცია შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, თეა წულუკიანს - იუსტიციის მინისტრს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, აგრეთვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

 თვალსაზრისთა გაზიარების მიზნით შეხვედრები იგეგმება თბილისის მერობის კანდიდატებთანაც, ასევე კონგრესის საქართველოს დელეგაციის წევრებსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან.  

ბოლოს კი დელეგაცია შეხვდება დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ქართული სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს.  

14 ივნისს დელეგაციის წევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეხვდებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ადგილობრივ გრძელვადიან დამკვირველვებს, რათა მოემზადნონ 15 ივნისის არჩევნებზე დასაკვირვებლად.  

ორშაბათს, 16 ივნისს,  11:30 საათზე დაგეგმილია პრესკონფერენცია  (ადგილი: შეხვედრების ოთახი 2, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი), რომელზეც დელეგაცია წარმოადგენს წინასწარ დასკვნებს.  

საკონტაქტო პირი:
რენატ ზიკმუნდი, კონგრესის ადგილობრივი და რეგიონალური არჩევნების დაკვირვების თავმჯდომარე ტელ: + 33 659 786 455 – renate.zikmund@coe.int  

კონგრესს აქვს ორი პალატა, ადგილობრივი ხელისუფლებების პალატა და რეგიონთა პალატა. ის აერთიანებს 318 სრულ და 318 შემცვლელ წევრს, რომლებიც წარმოადგენენ 200 000 ევროპულ ტერიტორიულ თემს.  

კონგრესის პრეზიდენტი: ჰერვიგ ვან სტაა (ავსტრია, ევროპის სახალხო პარტია/ ქრისტიან დემოკრატები), რეგიონთა პალატის პრეზიდენტი: ნატალია რომანოვა (უკრაინა, დამოუკიდებელ და ლიბერალ დემოკრატთა ჯგუფი), ადგილობრივ ხელისუფალთა პალატის პრეზიდენტი: ჟან-კლოდ ფრეკონი (საფრანგეთი, სოციალისტური ჯგუფი) პოლიტიკური ჯგუფები: სოციალისტური ჯგუფი (SOC), ევროპული სახალხო პარტიის ჯგუფი - ქრისტიან-დემოკრატები (EPP/CD), დამოუკიდებელ და ლიბერალ დემოკრატთა ჯგუფი (ILDG), ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფი (ECR).

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.